Thumbnail
  • სან ხოსე 0:0 მანჩესტერ იუნაიტედი
  • გურამ კაშიას დებიუტი მანჩესტერული კლუბის წინააღმდეგ
  • მანჩესტერ იუნაიტედმა ამერიკულ ტურნეში მეორე ფრე ითამაშა

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის სან ხოსე მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდა. ინგლისურმა კლუბმა ამერიკულ ტურნეში მეორე შეხვედრა ჩაატარა.

ამერიკული კლუბის შემადგენლობაში გურამ კაშიას დებიუტი შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო სკამზე იჯდა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, რის შემდეგაც სან ხოსეს მწვრთნელმა მთელი გუნდი შეცვალა.

ვაკო ყაზაიშვილმა მეორე ნახევარში სან ხოსეს შეტევები გააძლიერა. ქართველ ფეხბურთელს რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა. ერთ ეპიზოდში მცირე მანძილით ასცდა ბურთი კარს, ხოლო ერთ მომენტში ყაზაიშვილის დარტყმის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

მატჩის მიწურულს, ყაზაიშვილმა კუთხურიდან ჩააწოდა, რის შემდეგაც ვონდოლოვსკიმ თავური დარტყმით ბურთი ხარიხას მოარტყა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. იუნაიტედი მომდევნო შეხვედრას მილანთან გამართავს.

გურამ კაშია მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის წინ

გუნდური ფოტო მანჩესტერ იუნაიტედთან თამაშის წინ

გურამ კაშია ალექსის სანჩესის წინააღმდეგ

გურამ კაშია მარსიალის წინააღმდეგ

გურამ კაშია მარსიალის წინააღმდეგ

გურამ კაშია მარსიალის წინააღმდეგ

კომენტარები

ბოლო ამბები