Thumbnail

ხარაიშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა - გიოტებორგი სირიუსთან დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სირიუსი 3:2 გიოტებორგი
  • გიორგი ხარაიშვილის მესამე გოლი გიოტებორგის მაისურით

შვედეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგი სირიუსს ესტუმრა და 3:2 დამარცხდა. მე-13 წუთზე ქართველი ფეხბურთელის საჯარიმოში წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი სალომონსონმა გოლად აქცია. გიორგი ხარაიშვილმა 37-ე წუთზე სტუმრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა. გიორგიმ 60-მეტრზე მეტი ირბინა, ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და რბილი დარტყმით მოახერხა გოლის გატანა. სამწუხაროდ, გიოტებორგმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და სირიუსისგან სამი გოლი გაუშვა.

ხარაიშვილის კლუბს 14 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა. გიოტებორგი მე-15 ტურში ბრომაპოიკარნას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები