Thumbnail

1. ფორმულა 1 | ჰემილტონის გმირობა გერმანიაში

გერმანიის გრანპრი უკიდურესად დრამატული გამოდგა! 46 წრის განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს სებასტიან ფეტელი მორიგ ტრიუმფს იზეიმებდა, მაგრამ მერე მოვიდა წვიმა და ფერარის 31 წლის გერმანელ პილოტს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა! საბოლოოდ, ჰოკენჰაიმზე გამარჯვებული ლუის ჰემილტონი გამოვიდა, რომელმაც სტარტი მე-14 (!) პოზიციიდან აიღო, რაც, წვიმისა და ქაოსური რბოლის გათვალისწინებით, სერიოზული გმირობის ტოლფასია. ვრცლად

ლუის ჰემილტონმა გერმანიის გრანპრი სენსაციურად მოიგო

2. კალათბურთი | თორნიკე შენგელიას მომავალი

ბილბაოში გამომავალი El Correo კვლავ ეხმაურება თორნიკე შენგელიას სავარაუდო ტრანსფერის თემას NBA-ს კლუბ ფინიქს სანსში. გაზეთი კვლავ ამტკიცებს, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდის დაინტერესება რეალურია, მაგრამ ვიტორიულ კლუბში თავს მშვიდად გრძნობენ - ბასკონიაში დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ლიდერსა და კაპიტანს შეინარჩუნებენ. ვრცლად

დაბრუნდება თორნიკე შენგელია NBA-ში?

3. სუმო | მიტაკეუმი: ჩემთვის მაგალითი ტოჩინოშინი იყო

ნაგოიას ბაშო 22 ივლისს დასრულდება, თუმცა იმპერატორის თასის მფლობელი უკვე ცნობილია - ასპარეზობის მე-14 დღეს სეკივაკე მიტაკეუმიმ მე-13 მაეგაშიტა ტოჩიოძანი დაამარცხა და 13-1 ბალანსით გამარჯვება ნაადრევად დაიბევა. 25 წლის ნაგანოელი სუმოისტი კარიერაში პირველად გახდა ბაშოს ჩემპიონი. ვრცლად

ტოჩინოშინი და მიტაკეუმი

4. წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ტურნირში სამიდან სამი მატჩი წააგო, ბოლო ადგილი დაიკავა და მე-13 ადგილისთვის ბრძოლაში ჩაება. ამ მიზნისკენ პირველი მეტოქე თურქეთის ნაკრები იყო, რომელიც რევაზ ჩომახიხის გუნდმა დამაჯერებლად დაამარცხა, 15:10. ვრცლად

5. ფეხბურთი | მილანში ახალი ერა იწყება

მილანში კლუბის აქციონერთა კრება გაიმართა, რის შედეგადაც კლუბის ხელმძღვანელობა შეიცვალა. პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა მილანის ყოფილმა მფლობელმა ლი იონჰონგმა, ასევე -  გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ. მილანის პრეზიდენტის თანამდებობა 71 წლის პაოლო სკარონიმ დაიკავა. ვრცლად

 სკარონი იტალიის ნავთობისა და გაზის კომპანია Eni-სა და როტშილდების ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორია

კომენტარები

ბოლო ამბები