Thumbnail
  • U20 საქართველო 88:64 U20 ესტონეთი
  • ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ტურნირი გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-13 ადგილი დაიკავა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ბოლო შეხვედრა ესტონეთთან გამართა და 88:64 დაამარცხა მეტოქე. სწორედ ეს იყო მატჩი, რომელშიც მე-13 ადგილზე გასული გუნდის ვინაობა ირკვეოდა.

U20 საქართველოს ნაკრების მიზანი ელიტაში აღზევება იყო, მაგრამ ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფში წარუმატებლად იასპარეზეს, მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავეს და შესაბამისად, დაბალი ადგილებისთვის მოუწიათ ბრძოლა. ესტონეთთან მატჩამდე, ჩერქეზიშვილის გუნდმა ალბანეთი 60 ქულიანი სხვაობით, 104:44 დაამარცხა.

რაც შეეხება ესტონეთთან შეხვედრას, ანგარიშიდანაც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი ქართველმა კალათბურთელებმა 45:34 მოიგეს და ტემპი არც მეორე ნახევარში დააგდეს. საბოლოოდ, U20 საქართველოს ნაკრებმა 24-ქულიანი სხვაობით, 88:64 სძლია მეტოქეს და ტურნირზე მე-13 ადგილი დაიკავა. ესტონეთთან შეხვედრაში 27 ქულით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია.

კომენტარები

ბოლო ამბები