Thumbnail

წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 15:10 თურქეთი
  • 24 ივლისი: საქართველო v სლოვაკეთი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ტურნირში სამიდან სამი მატჩი წააგო, ბოლო ადგილი დაიკავა და მე-13 ადგილისთვის ბრძოლაში ჩაება. ამ მიზნისკენ პირველი მეტოქე თურქეთის ნაკრები იყო, რომელიც რევაზ ჩომახიხის გუნდმა დამაჯერებლად დაამარცხა, 15:10.

საქართველოს ნაკრები პირველივე მეოთხედში დაეუფლა სოლიდურ უპირატესობას  და6:3 დაამარცხა მეტოქე. მეორე და მესამე მეოთხედებში თანაბარი თამაში მიდიოდა, დასკვნით მეოთხედში კი ქართველთა უპირატესობა კიფდევ ერთხელ გამოიკვეთა და საბოლოოდ, 5-ბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრების რიგებში 4 გოლი გაიტანა ანდრო ბითაძემ, 3-3 შედეგიანი სროლა მარკო ელაჩამ და მიხეილ ბაღათურიამ შეასრულეს, 2-2 გოლი დამირ ცრეპულიას და რევაზ იმნაიშვილის ანგარიშზეა, ხოლო ერთი გოლი ზურაბ რურუამ გაიტანა. მე-13 ადგილისთვის ბრძოლაში, საქართველოს ნაკრები ფინალურ შეხვედრას სლოვაკეთთან გამართავს, რომელმაც ნახევარფინალში მალტა 11:6 დაამარცხა. მატჩი 24 ივლისს შედგება.

საქართველო 15:10 თურქეთი

 

კომენტარები

ბოლო ამბები