Thumbnail

უნიკალური რეკორდის შემდეგ - რაფა მარკესი ფეხბურთიდან წავიდა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაფა მარკესმა 39 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
  • მათეუსის და კარბახალის გვერდით ისტორიაში

რაფაელ მარკესს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა, რომელიც ახლა უკვე ოფიციალურად დასრულებულია. ვეტერენმა მცველმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, რითაც მუნდიალების ისტორიაში განსაკუთრებული რეკორდი დაამყარა.

რაფა მარკესმა 5 მუნდიალზე იასპარეზა

ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ სამი ფეხბურთელია ისეთი, ვინც მსოფლიოს 5 ჩემპიონატზე იასპარეზა: მექსიკელი ანტონიო კარბახალი, გერმანელი ლოთარ მათეუსი და ის - ასევე მექსიკელი, რაფა მარკესი! ვეტერანი მცველი, რომელიც 2003-დან 2010 წლამდე ბარსელონაში თამაშობდა (4 ჩემპიონობა, 2 ჩემპიონთა ლიგა), 39 წლის ასაკში აქტიურ სპორტულ კარიერას ამთავრებს. 

“უბრალოდ მადლობა!” - დაწერა ტვიტერზე მარკესმა, რომელსაც მექსიკის ნაკრებში 147 მატჩი აქვს ჩატარებული და დასძინა, რომ ფეხბურთელი აღარ არის, მაგრამ სამუდამოდ ფეხბურთში რჩება.

39 წლის მარკესს ატლას გუადალახარასთან, სადაც 1996 წელს კარიერა დაიწყო, კონტრაქტი ჯერ კიდევ ივნისში დაუმთავრდა. თავისი უკანასკნელი მატჩი კი რაფამ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მექსიკისა და ბრაზილიის (0:2) მერვედფინალურ მატჩში ჩაატარა. რაფას არ უთქვამს, კონკრეტულად რას აპირებს მომავალში. შეგახსენებთ, რომ მას მექსიკელი ნარკობარონისთვის ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდნენ, რასაც მარკესი კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

ბოლო ამბები