Thumbnail
  • ანდრეს ინიესტას პირველი მატჩი იაპონიაში
  • ლეგენდის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში, მასპინძელ რუსეთის ნაკრებთან სენსაციური მარცხიდან ზუსტად სამი კვირის შემდეგ, იაპონიაში ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის, ანდრეს ინიესტას დებიუტი შედგა. როგორც იცით, ინიესტა ვისელ კობეში ჩაირიცხა.

შონან ბელმარესთან მატჩში ინიესტა ძირითად შემადგენლობაში არ იყო. ესპანელი მოედანზე 59-ე წუთზე შეუშვეს - იმ დროს, ვისელ კობე უკვე 0:2-ს აგებდა. ინიესტამ თავის ახალ თანაგუნდელებს ვერაფერი უშველა - ვისელ კობე საბოლოოდ 0:3 დამარცხდა.

მომენტი, როცა ინიესტა შეცვლაზე შევიდა

შეგახსენებთ, რომ ინიესტას გუნდში გერმანიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ასევე მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ლუკას პოდოლსკიც თამაშობს, რომელმაც ეს შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ვისელ კობესთვის ეს სამმატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ პირველი მარცხია. ინიესტას და პოდოლსკის კლუბი J-ლიგაში 17 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზეა.

ანდრეს ინიესტა ვისელ კობეში გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ბარსელონადან გადავიდა. ესპანეთის ნაკრებში კარიერა მან რუსეთთან მარცხის შემდეგ დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები