Thumbnail

სუპერ რაგბის ნახევარფინალისტები ცნობილია | ჩემპიონი ბრძოლას აგრძელებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰარიკეინსი 32:31 ჩიფსი
  • კრუზეიდერსი 40:10 შარკსი
  • ვარატასი 30:23 ჰაილენდერსი
  • ლაიონსი 40:23 იაგუარები

სუპერ რაგბის მეოთხედფინალურ ეტაპზე ოთხი ახალ ზელანდიური, ორი სამხრეთ აფრიკული, თითო ავსტრალიური და არგენტინული გუნდი გავიდა.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ახალ ზელანდიური გუნდები, ჰარიქეინსი და ჩიფსი შეხვდნენ. ჟულიან სავეამ ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა, ზელანდიელმა მორაგბემ პასი ჩაჭრა, დაახლოებით 40 მეტრამდე ირბინა და ჰარიქეინსი დააწინაურა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 17:10 მოიგეს.

სტუმრებმა მეორე ნახევარში იაქტიურეს, ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შემაცირეს, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს და ნახევარფინალში ჰარიქეინსი გავიდა.

სუპერ რაგბის მოქმედმა ჩემპიონმა, კრუზეიდერსმა სამხრეთ აფრიკული შარქსი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. სტუმრებმა კრუზეიდერსს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს წინააღმდეგობა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძლებმა მეტოქეს სამი ლელო დაუდეს და 40:10 გაანადგურეს.

სამხრეთ აფრიკული ლაიონსი მომდევნო ეტაპზე მარტივად გავიდა. მათ საკუთარ მოედანზე იაგუარები 40:23 დაამარცხეს და ნახევარფინალური ეტაპის საგზური გაინაღდეს, სადაც ლაიონსის მეტოქე ავსტრალიური ვარატასი იქნება.

ვარატასმა საკუთარ მოედანზე საოცარი შეხვედრა შემოატრიალა. ავსტრალიელები ზელანდიურ ჰაილენდერსთან პირველი ტაიმის შემდეგ 17 ქულას აგებდნენ, თუმცა საოცრება ჩაიდინეს, მეორე ტაიმში მეტოქეს ნოლზე მოუგეს. ვარატასმა მეორე ნახევარში 24 ქულა გააკეთა, საბოლოო ანგარიში კი ტაბლოზე 30:23 დაფიქსირდა.

სუპერ რაგბის ნახევარფინალები მომდევნო შაბათ-კვირას გაიმართება.

კრუზეიდერსი V ჰარიქეინსი. ვარატასი V ლაიონსი

კომენტარები

ბოლო ამბები