Thumbnail
  • ალბანეთი 44:104 საქართველო
  • სამმა ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მისია ვერ შეასრულა, ელიტის საგზურს ვინ ჩივის, მე-13 ადგილისთვის უწევს ბრძოლა, თუმცა ბოლო მატჩი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს შთამბეჭდავი გამოუვიდა - საქართველოს ნაკრებმა სუსტი ალბანეთი 104:44 დაამარცხა.

ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო, რომელშიც ალბანელებმა 16 ქულა ჩაგვიგდეს და მხოლოდ 5 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. მერე და მერე საოცრებები ხდებოდა მოედანზე - მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა 63:16 მოიგო, სულ კი 60-ქულიანი სხვაობით იმარჯვა. 

ქართველთა რიგებში ორმაგი დუბლი სამმა კალათბურთელმა შეასრულა - დავით აფხაზავამ (13 ქულა, 10 პასი) და სანდრო მამუკელაშვილმა (14 ქულა, 10 მოხსნა), გიორგი კორსანტიას ანგარიშზე 14 ქულა, 12 მოხსნა და 4 დაფარებაა. 

22 ივლისს საქართველოს ნაკრები მე-13 ადგილისთვის მატჩში ესტონეთს შეხვდება.  

კომენტარები

ბოლო ამბები