Thumbnail

დებიუტი მანჩესტერ იუნაიტედთან - კაშია და ყაზაიშვილი ინგლისურ გრანდთან ითამაშებენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სან ხოსე V მანჩესტერ იუნაიტედი
  • გურამ კაშიას დებიუტს ველით

23 ივლისს საქართველოს დროით დილის პირველ საათზე MLS-ის კლუბი სან ხოსე "ლევის" სტადიონზე ამერიკულ ტურნეში მყოფ მანჩესტერ იუნაიტედს შეხვდება. 

ჟოზე მოურინიოს გუნდი ამერიკაშია და სან ხოსესთან მეორე საკონტროლო მატჩს გამართავს, გუნდთან ერთად იმყოფება ალექსის სანჩესიც, რომელსაც აშშ-მ ვიზა გვიან მისცა. ჩილელი სან ხოსეს წინააღმდეგ ითამაშებს.

გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი სან ხოსეს ვარჯიშზე

ამ შეხვედრისთვის ემზადებიან სან ხოსეს ქართველი ლეგიონერებიც, ახალწვეული გურამ კაშია, რომელიც ახლახან წარადგინეს კალიფორნიულ კლუბში და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვაკო ყაზაიშვილი. ექსვიტესელებიდან არნემული კლუბის ყოფილ კაპიტანს სან ხოსეში დებიუტი სწორედ მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩში ექნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები