Thumbnail
  • El Correo-ს ახალი სტატია შენგელიას სავარაუდო ტრანსფერზე
  • ორი მიზეზი, რატომ შეინარჩუნებს ბასკონია ქართველს

ბილბაოში გამომავალი El Correo კვლავ ეხმაურება თორნიკე შენგელიას სავარაუდო ტრანსფერის თემას NBA-ს კლუბ ფინიქს სანსში. გაზეთი კვლავ ამტკიცებს, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდის დაინტერესება რეალურია, მაგრამ ვიტორიულ კლუბში თავს მშვიდად გრძნობენ - ბასკონიაში დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ლიდერსა და კაპიტანს შეინარჩუნებენ. 

რეალურად რა ძალაა შენგელია?! თორნიკეს პროგრესი და NBA-ში დაბრუნების პერსპექტივა

2018/19 წლების სეზონი ბასკონიასთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ევროლიგის ოთხთა ფინალი ბასკთა ქვეყნის დედაქალაქში გაიმართება და ესპანეთში ეიმედებათ, რომ ბასკონია ოთხთა ფინალში გააღწევს და შემდეგ საკუთარი მოედნის უპირატესობას მიიღებს.

მიუხედავად ამ პერსპექტივისა, გუნდმა უკვე დაკარგა ორი მოწინავე კალათბურთელი - ფრანგი როდრიგ ბობუა თურქულ ეფესში გადაბარგდა, ხოლო ლატვიელი იანი ტიმა ბერძნულ ოლიმპიაკოსში და ახლა მესამის დაკარგვა არაფრით სურს. შეგახსენებთ, რომ მედიაში არაერთხელ გაჟღერდა, რომ ოლიმპიაკოსი და მოსკოვის ცსკა თორნიკე შენგელიათი დაინტერესედა.

ორი მიზეზი, რის გამოც ბასკონიაში ეიმედებათ, რომ თორნიკე მინიმუმ ამ სეზონს ისევ ბასკონიაში გაატარებს - პირველი, NBA-ს კლუბებისთვის დაწესებულ გამოსასყიდ თანხას (მილიონი დოლარი) კონტრაქტით ვადა ამ დღეებში გაუვიდა და მეორეც, ფინიქსის დაინტერესებას სერიოზულობა აკლია, თორნიკე ბასკონიას ლიდერი და ევროლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდია, ასეთ კალათბურთელს კი ამერიკულმა კლუბმა სერიოზული წინადადებით უნდა მიმართოს და არ უნდა აიძულოს კონტრაქტის ნაწილი თავად გამოისყიდოს. 

ბობუასა და ტიმას ნაცვლად ბასკონიამ სენეგალელი იუსუფა ფოლი და დანიის ნაკრების ამერიკელი ფორვარდი შევონ შილდსი დაიმატა. 

კომენტარები

ბოლო ამბები