Thumbnail

იმპერატორის თასის მომგები მიტაკეუმი: ჩემთვის მაგალითი ტოჩინოშინი იყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იმპერატორის თასი სეკივაკე მიტაკეუმიმ მოიგო
  • გაგამარუ ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს

ნაგოიას ბაშო 22 ივლისს დასრულდება, თუმცა იმპერატორის თასის მფლობელი უკვე ცნობილია - ასპარეზობის მე-14 დღეს სეკივაკე მიტაკეუმიმ მე-13 მაეგაშიტა ტოჩიოძანი დაამარცხა და 13-1 ბალანსით გამარჯვება ნაადრევად დაიბევა. 25 წლის ნაგანოელი სუმოისტი კარიერაში პირველად გახდა ბაშოს ჩემპიონი. 

გამარჯვებული მიტაკეუმი

აღსანიშნავია, რომ მიტაკეუმი და ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც ბაშოს მე-7 დღიდან ტრავმის გამო გამოაკლდა, ერთმანეთში მეგობრობენ. იანვარში იმპერატორის თასის მოგება ერთ-ერთი პირველი ქართველს სწორედ მიტაკეუმიმ მიულოცა. იაპონელმა ტოჩინოშინი საჩემპიონო ინტერვიუშიც ახსენა:
"ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა თავი მოვთოკე და ეს ორთაბრძოლაც მოვიგე. საოცარი გრძნობა იყო, როცა დავინახე ჩემი გამარჯვება ამდენმა ადამიანმა რომ დააფასა. როცა ტოჩინოშინი ოძეკი გახდა ამან ფრთები შემასხა. ვფიქრობდი, რომ მეც შემიძლია ოძეკის რანგში გადასვლა. ჩვენი კლუბები ახლოსაა ტოკიოში და ხშირად ერთად ვვარჯიშობთ. ამან ნაყოფი გამოიბა და ახლა მეც მოვიგე იმპერატორის თასი".

ჯურიოს დივიზიონში მე-8 მარცხი იგემა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), მას უვატედაშინაგეს ილეთით აზუმარუმ მოუგო. გაგამარუს 6-8 ბალანსი აქვს და ის აუცილებლად უარყოფითი ბალანსით დაასრულებს ბაშოს. სექტემბრიდან გაგამარუ ჯურიოს მე-9 ნომერი აღარ იქნება, თუმცა არც დივიზიონიდან გავარდება. ასე რომ, ნაგოიას ბაშო ქართველებისთვის ძალზე უარყოფითი გამოდგა. 

კომენტარები

ბოლო ამბები