Thumbnail

გოჩა სვანიძე: ''ყველგან ვითამაშებთ, არჩევის ფუფუნება არ გვაქვს''...

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართული გუნდებისა და საქართველოს ნაკრების შანსი
  • გოჩა სვანიძემ შესაძლო ვარიანტებზე ისაუბრა

პოპულარული ფრანგული სარაგბო გაზეთი, Midi Olympique რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ შესაძლოა, რაგბიში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ GUINNESS PRO14 სარაგბო ლიგის ხელმძღვანელობა ორი კლუბის დამატებას გეგმავს და მათ შორის ერთ-ერთი ქართული კლუბი უნდა იყოს. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძე გააკეთა.

გოჩა სვანიძე საკლუბო ტურნირის იდეაზე: ჩვენ არ გვაქვს რომელიმე ტურნირის არჩევის ფუფუნება, სადაც მიგვიღებენ, ყველგან ვითამაშებთ. მთავარია, რომ ასეთი რანგის ტურნირებში ჩავერთოთ - ეს არის ჩვენი განვითარების აუცილებელი პირობა.

ჩვენ არ გვყავს ისეთი მეზობლები, რომლებიც უმაღლესი დონის რაგბის თამაშობენ. შარშან უფრო ახლოს ვიყავით იმასთან, რომ მსგავსი სახის საკლუბო ტურნირში გვეთამაშა. გვჯერა, რომ რომელიმე ასეთ დიდ ტურნირში ჩართვა, აუცილებლად მოგვიტანს წარმატებას.

ევროპის ჩემპიონატზე: ევროპის ჩემპიონატის ჩატარება კარგი იდეაა. მთავარია, რომ მსოფლიოს წამყვან ნაკრებებს ხშირად ვეთამაშოთ - არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმატში იქნება ეს ყველაფერი. ჩვენ გვჭირდება წელიწადში 4-5 ტესტი უმაღლესი დონის ნაკრებებთან, რათა ქართულმა რაგბიმ დიდი ნახტომი გააკეთოს.

კომენტარები

ბოლო ამბები