Thumbnail

4 ათას დოლარად, რუსეთის ნაკრებში | როგორ მოატყუეს თაღლითებმა ნიგერიელი ფანები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • თაღლითები ნიგერიელებს 4 ათას დოლარად რუსეთში დასაქმებას პირდებოდნენ 
  • ბევრი რუსეთში იმ იმედით ჩავიდა, რომ ამ ქვეყნის ნაკრებში მოხვდებოდა
  • 165 მოტყუებული და უფულოდ დარჩენილი აფრიკელი უკან გაამგზავრეს
  • რუსეთში სამუშაოს მძებნელი აფრიკელი ჯერ კიდევ ბევრი დაიარება

თაღლითებისგან მოტყუებული 165 ნიგერიელი, რომლებიც რუსეთში იმ იმედით ჩავიდნენ, რომ ამ ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელები გახდებოდნენ, სამშობლოში გააბრუნეს.

ერთ-ერთი ნიგერიული ფირმის მეშვეობით, მათ მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ბილეთები შეიძინეს, აიღეს გულშემატკივრის პასპორტები, მაგრამ რუსეთში მხოლოდ ტურნირზე დასასწრებად კი არ ჩავიდნენ, არამედ იმისთვის, რომ იქ დიდი ხნით დარჩებოდნენ და დასაქმდებოდნენ. 

თურმე, მიამიტ ნიგერიელებს სამუშაოს რუსეთის საწარმოებში, ქარხნებსა და ფეხბურთის სფეროშიც დაპირდნენ, რისთვისაც თითოეულს 1500-იდან 4500 აშშ დოლარამდე თანხა გადაახდევინეს. ბევრი მათგანი რუსეთს იმ იმედითაც კი ეწვია, რომ ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდრებდა ადგილს. ვითარებას ნათელი მას შემდეგ მოეფინა, რაც 12 ივლისის ღამეს, თანხის გარეშე, ღია ცის ქვეშ დარჩენილი ნიგერიის მოქალაქეები თავიანთი ქვეყნის საელჩოსთან შეიკრიბნენ. 

ნაკრების მხარდასაჭერად რუსეთში ზოგიერთი ნიგერიელი მართლა ჩავიდა

მოტყუებული მოქალაქეები ნიგერიის საელჩომ ჰოსტელებში დააბინავა, მათ გამოკვებაზე კი ტრეფიკინგის მსხვერპლთა დამცველმა ორგანიზაციამ იზრუნა. ბოლო მონაცემებით, რუსეთში მყოფ ნიგერიის 165 მოქალაქეს უკვე აუღეს ბილეთები და სამშობლოში გაამგზავრეს.

როგორც ირკვევა, მოტყუებულთა რაოდენობა გაცილებით დიდია და  რუსეთში რამდენიმე ასეული ნიგერიელი "გულშემატკივარი" ჯერ კიდევ იმყოფება. უმრავლესობამ არც რუსული ენა იცის და არც ინგლისური, არ აქვს თანხა და სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. მათ ვიზას ვადა 25 ივლისამდე აქვს.ა

ნიგერიელი ქომაგები სტადიონზე ქათმების შეყვანის ნებართვას ითხოვდნენ

სანკტ-პეტერბურგის მკვიდრმა მიხაილ ბირიუკოვმა სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

"შინ დაბრუნებულს ეზოში ისევ დამხვდნენ ჩემი ნიგერიელი ამხანაგები! დასდევენ გოგონებს გასაცნობად, ითხოვენ ფულს, ეზოს სკამებიდან კი ბებოები დააფრთხეს".

ნიგერიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის D ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები