Thumbnail
  • U20 საქართველო 54:65 U20 უნგრეთი
  • 21 ივლისი: U20 საქართველო v U20 ალბანეთი

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 5-გუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და ელიტაში გადასვლის შანსი დაკარგა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი 9-16 ადგილების გასანაწილებელ საკვალიფიკაციო რაუნდში გადაერთო და უნგრეთს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ქართველი კალათბურთელები უნგრელებთანაც დამარცხდნენ, 54:65.

U20 საქართველოს ნაკრებმა ყველა მეოთხედი დათმო და აქედანაც ჩანს, რომ მატჩი უნგრეთის 20-წლამდელთა გუნდის უპირატესობით წარიმართა. დიდ შესვენებაზე უნგრელები 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (36:30), მატჩი კი 11-ქულიანი სხვაობით მოიგეს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. 10 ქულა ნიკა დარბაიძის ანგარიშზეა. სანდრო მამუკელაშვილს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია

ამ მარცხის შემდეგ, U20 საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილის მოპოვების შანსი დაკარგა და უკვე მე-13 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ჩერქეზიშვილის გუნდი 21 ივლისს ალბანეთს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები