Thumbnail
  • ზლატკო დალიჩმა 30 წლის თავდამსხმელი მუნდიალიდან შინ ნაადრევად გაუშვა
  • ხორვატიის ნაკრებიდან მოკვეთილ თავდამსხმელს მიაჩნია, რომ მედალს არ იმსახურებს

ხორვატიის ნაკრებისა და მილანის თავდამსხმელმა ნიკოლა კალინიჩმა უარი თქვა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედალზე.

ფორვარდი ეროვნული გუნდიდან ჯერ კიდევ ტურნირის დასაწყისში, მთავარი მწვრთნელის ზლატკო დალიჩის გადაწყვეტილებით მოკვეთეს. მოგვიანებით ნაკრების ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა ხმისმიცემით გადაწყვიტეს, რომ ჯილდო 30 წლის თავდამსხმელსაც უნდა მიეღო. თუმცა, ამ უკანასკნელს მიაჩნია, რომ მედალს არ იმსახურებს.

"მედლისთვის გმადლობთ, მაგრამ მე რუსეთში არ მითამაშია", - აქვეყნებს კალინიჩის სიტყვებს 24 sata..

მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ნიგერიასთან (2:0) ფეხბურთელმა უარი განაცხადა ცვლილებაზე თამაშზე. ამით აღშფოთებულმა ხორვატთა თავკაცმა კალინიჩი გუნდიდან მოკვეთა და შინ გაუშვა.

ხორვატები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდნენ. მანამდე გუნდის საუკეთესო შედეგი მესამე ადგილი იყო - 1998 წელს.

ხორვატიის ეროვნული გუნდი მუნდიალის ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა (2:4).

ფიფას წესებით, მუნდიალის პრიზიორი გუნდი ჯამში 50 მედალს იღებს, თუმცა მასში მითითებული არაა, კონკრეტულად ვის უნდა გადაეცეს.

კომენტარები

ბოლო ამბები