Thumbnail

გამარჯვება იერუსალიმში! ჩიხურამ ქართული საკლუბო ფეხბურთი სირცხვილისგან იხსნა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბეითარი 1:2 ჩიხურა
  • სოსო ფრუიძის გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა

საჩხერის ჩიხურა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში იერუსალიმის ბეითარს ესტუმრა. პირველი შეხვედრა თბილისში ფრედ, 0:0 დასრულდა. სოსო ფრუიძის გუნდი იერუსალიმში აგებდა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება შეძლო და ბეითარი 2:1 დაამარცხა, რის შედეგადა საჩხერელები მომდევნო ეტაპზე გავიდნენ!

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებზე შექმნეს სახიფათო მომენტი - ლიორ ინბრამის დარტყმა მცირე მანძილით ასცდა საჩხერელთა კარს. ებრაულმა კლუბმა კიდევ ერთი მომენტი შექმნა, ბურთი ხარიხას მოხვდა და ჩიხურა მეორედ გადარჩა. სოსო ფრუიძის კლუბმა პირველ ტაიმში ორი სახიფათო მომენტი შექმნა. რევაზ ჩიტეიშვილმა ბურთი წინ მოიგერია, გიორგი გაბედავამ მეტოქეს აჯობა, დარტყმაც მოახერხა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო. ირაკლი ლექვთაძის დარტყმაც სახიფათო გამოდგა, მაგრამ ებრაელთა მეკარე ნიტზანმა ბურთი მოიგერია. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

ებრაულმა კლუბმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო - იდან ვერედმა ულამაზესი დარტყმით 62-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

საჩხერულმა კლუბმა 74-ე წუთზე გაათანაბრა, ლევან კაკუბავამ უძლიერესი დარტყმით შეძლო ბეითარის კარში გოლის გატანა.

სოსო ფრუიძის გუნდმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა. ჩიხურამ კუთხური ჩამოაწოდა, რის შემდეგაც საჯარიმოში არეულობა შეიქმნა - ბურთი ტალ კაჰილას ხელზე მოხვდა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

 83-ე წუთზე გიორგი გაბედავამ თერთმეტმეტრიანი გაიტანა და ჩიხურა დააწინაურა.

საჩხერის ჩიხურამ ისრაელში მატჩი 2:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა საქართველოს ევროტურნირზე ორი კლუბი დარჩა. ქუთაისის ტორპედო ვიკინგურს შეხვდება, ხოლო საჩხერის  ჩიხურა სლოვენიურ მარიბორსა და ალბანურ პარტიზანს შორის გამარჯვებულ გუნდს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები