Thumbnail

ბოლო რეპეტიცია ჩემპიონატის წინ | გენტმა ჩაკვეტაძეს საგოლე პასით მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გენტი 1:0 ზვოლე
  • გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასი

ბელგიის ჟუპილერლიგა სტარტს 27 ივლისს აიღებს. "ქართული" გენტი პირველი ტურის მატჩს ლიეჟის სტანდარდთან სტუმრად გამართავს. კლუბმა ბოლო რეპეტიცია ზვოლესთან ამხანაგურ მატჩში გაიარა.

გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში იყო და მან შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ბერიძე სათადარიგო იყო, ხოლო გენტის ახალწვეული გიორგი ქვილითაია ჯერ ტრავმირებულია და სექტემბრამდე თამაშს ვერ შეძლებს. 

გენტმა ზვოლეს იუია კუბოს ერთადერთი გოლი წყალობით მოუგო - 34-ე წუთზე ჩაკვეტაძემ იაპონელი გამჭოლი გადაცემით მოძებნა და კუბოსაც გატანა არ გასჭირვებია - 1:0. 

კომენტარები

ბოლო ამბები