Thumbnail

გადაწყვეტილია: ლუის ჰემილტონი მერსედესში რჩება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლუის ჰემილტონი მერსედესიდან არ მიდის
  • ჩემპიონმა ახალი კონტრაქტი გააფორმა

ის, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებულია: ფორმულა 1-ის მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰემილტონი მერსედესში რჩება! ბრიტანელმა გერმანიის დიდი გრანპრის წინ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2020 წლამდე აქვს. 33 წლის ჰემილტონის აქტუალურ ხელშეკრულებას ვადა წლის ბოლოს გასდიოდა.

“ზამთარში ტოტო ვოლფს დაველაპარაკე და მას მერე, ახალი კონტრაქტის გაფორმება უბრალოდ ფორმალობა იყო. 20 წელია, მერსედესში ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მიხარია, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია. წინ კიდევ უამრავი დიდი გამარჯვება გველის,” - განაცხადა ჰემილტონმა.

ჰემილტონმა მერსედესში 2013 წელს მიხაელ შუმახერი შეცვალა. 2014, 2015 და 2017 წლებში ბრიტანელმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, 2016 წელს კი თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა აჯობა. ჰემილტონმა პირველი ჩემპიონობა 2008 წელს, მაკლარენთან ერთად იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები