Thumbnail

ლამის ეროვნული გმირები | ასე დახვდნენ სენეგალში მუნდიალიდან დაბრუნებულ მსაჯებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსეთიდან სენეგალში დაბრუნებულ მსაჯებს გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს
  • მსაჯთა ბრიგადას გულშემატკივრები ცეკვა-სიმღერითა და ოვაციებით შეხვდნენ 

სამშობლოში დაბრუნებულ სენეგალელ მსაჯებს, რომლებმაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე იმუშავეს, ადგილობრივი გულშემატკივრები ისე დახვდნენ, როგორც გმირებს.

მსაჯებს ქალაქ რიუფისკში ცეკვა-სიმღერითა და ოვაციებით შეეგებნენ, რისი ამსახველი ვიდეოც ინტერნეტში გავრცელდა.

მუნდიალზე სენეგალი მსაჯთა ერთი ბრიგადით იყო წარმოდგენილი - მალანგ დიედიუ 
(მთავარი არბიტრი) და მისი დამხმარეები: ჯიბრილ კამარა და ელ-ჰაჯი მალიკ სამბა. მსოფლიოს ჩემპიონატზე აფრიკელმა მსაჯებმა სამი მატჩი განსაჯეს: კოსტა რიკა-სერბეთი (0:1), ურუგვაი-რუსეთი (3:0) და ბელგია-იაპონია (3:2).

სენეგალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის H ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. აფრიკელები იაპონელებს მხოლოდ ყვითელი ბარათების სიმრავლით ჩამორჩნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები