Thumbnail

ხორვატებმა მუნდიალის პრემიები მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაურიცხეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელების სამაგალითო საქციელი
  • მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებმა პრემიები საქველმოქმედო ფონდში გადარიცხეს

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებიც ისე მოიქცნენ, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი კილიან მბაპე - ზლატკო დალიჩის შეგირდებმა გადაწყვიტეს, რომ მუნდიალზე მიღწეული წარმატებისთვის აღებული პრემია მთლიანად საქველმოქმედო ფონდში გადარიცხონ, რომელიც მზრუნველობამოკლებულ და დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებმა გაავრცელეს წერილი, სადაც ნათქვამია, რომ პრემია მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. თანხა საერთ ჯამში 23,6 მილიონ ევროს შეადგენს.

“ეს მინიმუმია, რაც შეგვიძლია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და ბავშვებისთვის გავაკეთოთ,” - ნათქვამია ხორვატიის ნაკრების ოფიციალურ განცხადებაში.

ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ფინალის შემდეგ, პრემია მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კილიან მბაპემაც ქველმოქმედებაში დახარჯა. ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა აღებული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მძიმედ დაავადებულ ბავშვებს გადაურიცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები