Thumbnail

მორიგი დიდი გარიგება NBA-ში - კავაი ლეონარდმა სან ანტონიო დატოვა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NBA-ში კიდევ ერთი მეგა-თრეიდი განხორციელდა
  • კავაი ლეონარდი ტორონტოში გადავიდა
  • სან ანტონიომ დემარ დეროზანი მიიღო

NBA-ს ვარსკვლავმა კავაი ლეონარდმა რამდენიმეკვირიან სპეკულაციებს ბოლო მოუღო - სან ანტონიოს ლიდერი კარიერას ტორონტოში გააგრძელებს. კანადელებმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს. 

კავაი ლეონარდმა სან ანტონიო დატოვა

ორგზის ოლსტარის გარდა, სან ანტონიო დენი გრინმაც დატოვა და ისიც კანადელებს შეუერთდა. სამაგიეროდ, ტექსასელებმა ტორონტოს ვარსკვლავი დემარ დეროზანი და ავსტრიელი იაკობ პიოლტლი მიიღეს. ასევე პირველი წრის პიკი 2019 წლის დრაფტზე.

27 წლის ლეონარდს, რომელიც გასულ სეზონში ტრავმირებული იყო და ამის გამო მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა, NBA-ს კარიერის პირველი 7 წელი სან ანტონიოში აქვს გატარებული. 2014 წელს ლეონარდმა სპურსთან ერთად NBA მოიგო. ტრავმამდე, ორგზის წლის საუკეთესო მცველის ანგარიშზე საშუალოდ ერთ მატჩში 25,5 ქულა, 5,8 მოხსნა და 3,5 პასი იყო.

“კავაი ლეონარდს ტორონტოში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ. ვფიქრობ, ის ფანტასტიკურ კალათბურთს ითამაშებს. მჯერა, რომ ეს გაცვლა ორივე გუნდისთვის სასარგებლო იქნება,” - ეს სან ანტონიოს მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები