Thumbnail

ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოს პოსტერზე | იაპონელები ქართველს არ ივიწყებენ 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნაგოიას ბაშოზე ტოჩინოშინის დაბრუნება გამოირიცხა
  • ქართველი სუმოისტი სექტემბრის ბაშოს პოსტერზე
  • გაგამარუს მე-5 გამარჯვება
სექტემბრის ბაშოს პოსტერი

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონელ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ნაგოიას ბაშოზე ვეღარ დაბრუნდება. ქართველი ოძეკის გეგმებში სექტემბრის ბაშოსთვის სრულყოფილი მომზადებაა. ამიტომ, ის ზაფხულის ტურნეზე თავიდან არ ჩაებმება. სექტემბრის ბაშოზე, რომელიც 9 სექტემბერს დაიწყება, ტოჩინოშინი იძულებულია, ოძეკის ტიტული დაიცვას. ამისთვის მან 15 ორთაბრძოლიდან 8 მაინც უნდა მოიგოს. 

კიდევ ერთი გამოაკლდა

სხვათა შორის, დღეს ნაგოიას ბაშო კიდევ უფრო დასუსტდა, მას მერე, რაც ყოფილი ოძეკი კოტოშოგიკუ ტურნირიდან მოიხსნა. ბაშოს 11-0 ბალანსით სეკივაკე მიტაკეუმი ლიდერობს. ბაშოს შემორჩენილი ორივე ოძეკი სუსტად ასპარეზობს - გოეიდოს 8 მოგება აქვს, ტაკაიასუს კი - 7. გოეიდომ ოძეკის ტიტული შეინარჩუნა. 

ქართველი პოსტერზე

დავუბრუნდეთ ტოჩინოშინს - დღეს სუმოს ასოციაციის ოფიციალურ ტვიტერზე სექტემბრის ბაშოს პოსტერი გამოქვეყნდა. პოსტერზე ტოჩინოშინის ფოტოა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ბაშოს მე-6 დღის მერე გამოაკლდა, იაპონიაში ის ისევ ყურადღების ცენტრშია. 

როგორც იოკოძუნა

ბალიშების ცვენა ტოჩინოშინის მარცხის მერე

ტოჩინოშინს სუმოს იაპონელი ფანები უკვე ისეთ პატივს სცემენ, როგორც დიდ ჩემპიონს - როცა იგი ტამავაშიმ დაამარცხა, დარბაზიდან ბალიშები ისროლეს, რაც ტრადიციულად იოკოძუნას დამარცხების დროს ხდება ხოლმე.

ეს კი ერთგვარი პატივისცემა და დაფასება იყო იაპონური პუბლიკისგან.  

გაგამარუ ელიტაში დარჩება

ჯურიოს დივიზიონში თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მძლავრი ოშიდაშით პირველი ნომერი ტაკეკაძე დაამარცხა. გაგამარუს 5-6 ბალანსი აქვს და მან ჯურიოს დივიზიონში დარჩენა გაინაღდა, თუმცა ჯერ დადებითი ბალანსი არ დაუბევებია - ამისთვის მან დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან 3 უნდა მოიგოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები