Thumbnail

ძიუდო | ევროპის ჩემპიონატი ქართველების გარეშე გერმანიამ მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროპის გუნდური ჩემპიონატი ძიუდოში
  • გერმანიის ნაკრების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, ძიუდოში, ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია. გაერთიანებული ნაკრებებით ყველაზე ძლიერი გერმანია აღმოჩნდა - გერმანელ ქალთა და ვაჟთა გუნდმა პირველობა არავის დაუთმო და ფინალში ჰოლანდია დაამარცხა.

გერმანელებმა ფინალამდე რუსეთის, თურქეთისა და სლოვენიის ნაკრებებს მოუგეს. მესამე ადგილისთვის შეხვედრებში რუსეთმა აზერბაიჯანის დამარცხება შეძლეს, ხოლო უკრაინამ უმძიმეს ბრძოლაში საფრანგეთს მოუგო.

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ფორმაში არ იყო, შესაბამისად, ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ნაკრებს ამ ტურნირზე მონაწილეობა არ მიეღო.

საპრიზო ადგილები - 1. გერმანია. 2. ჰოლანდია. 3. უკრაინა. 3.რუსეთი

კომენტარები

ბოლო ამბები