Thumbnail
  • U20 საქართველო 66:62 U20 პორტუგალია
  • ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-4 მატჩი გამართა და მე-2 გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა პორტუგალიის ნაკრებს 66:62 მოუგო.

თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა და მატჩის დიდი ნაწილი, წინ სწორედ ჩერქეზიშვილის გუნდი იყო. პირველი ტაიმი ქართველმა კალათბურთელებმა 33:31 მოიგეს. მესამე მეოთხედი ქულა ქულაში წარიმართა, დასკვნითი პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 4-ქულიანი სხვაობით მოიგო და შედეგად, 66:62 დაამარცხა მეტოქე. 

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა 4 მატჩიდან 2 მოიგო და 2 წააგო

საქართველოს 20-წლამდელთა შემადგენლობაში 15 ქულით ყველაზე შედეგიანი ნიკა ჩეჩელაშვილი იყო, 14 ქულა მოაგროვა ალექსანდრე ფევაძემ, ხოლო 11-11 რატი ანდრონიკაშვილმა და ნიკა დარბაიძემ

პირველი შეხვედრა U20 საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან დათმო, მეორე მატჩში კოსოვო დაამარცხა, ხოლო მესამე პაექრობა ფინეთთან წააგო. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ასპარეზობდა, მესამე ადგილი დაიკავა და პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა. ჩერქეზიშვილის გუნდმა პორტუგალიას და კოსოვოს გაასწრო, თუმცა პოლონეთს და ფინეთს ჩამორჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები