Thumbnail

‘ახლა ევროპა, მერე ისევ მსოფლიო!’ კილიან მბაპეს ყველაფრის მოგება სურს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კილიან მბაპე უკვე მომდევნო დიდ ტიტულებზე ფიქრობს
  • მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის მიზნები

კილიან მბაპე მსოფლიოს ჩემპიონი და მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი სამი დღის წინ გახდა, მაგრამ უკვე მომდევნო დიდ ტურნირებზე ფიქრობს.

“მსოფლიოს ჩემპიონობა განუმეორებელი გაცდაა! უკვე ძალიან მინდა, რომ მუნდიალი 4 წლის შემდეგაც მოვიგო,” - განაცხადა მბაპემ TF1-თან ინტერვიუში.

19 წლის ფორვარდი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის ნაკრები 2022 წელსაც მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. “ჩვენ 2022 წელს დავბრუნდებით და ტრიუმფის გამეორებას შევეცდებით. თუმცა მანამდე ევროპის ჩემპიონატია, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ!” - დასძინა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა კვირას, მუნდიალის ფინალში ხორვატია 4:2 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო. მბაპე ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

“ბავშვობის ოცნება ამიხდა. მთელი საფრანგეთი გავაბედნიერეთ და ამით ძალიან ვამაყობ!” - ამბობს უნიჭიერესი ფრანგი.

კომენტარები

ბოლო ამბები