Thumbnail
  • ხორვატიის ნაკრების თავკაცის მიმართვა ჟურნალისტის გამოგონილი აღმოჩნდა
  • იგორ პრიმუჟიჩის ექსპერიმენტმა შეცდომაში ბევრი შეიყვანა

ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზლატკო დალიჩის მიმართვა პოლიტიკოსებისადმი, რომელიც ცოტა ხნის წინ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა, "ფეიკი" აღმოჩნდა.  

წერილი დალიჩის სახელით სინამდვილეში ჟურნალისტმა იგორ პრიმუჟიჩმა მოამზადა, რომელმაც ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა. 

მიმართვაში, სადაც საუბარი იყო ხორვატიაში არსებულ მძიმე ვითარებაზე, ვითომდა, 51 წლის ნაკრების მწვრთნელი ხელისუფლებასა და პოლიტიკოსებს ეროვნული გუნდისგან თავის შორს დაჭერას სთხოვს და მოუწოდებს, აღარ ჩაიცვან ნაკრების ფორმა და გუნდის წარმატება საკუთარი იმიჯის ასამაღლებლად არ გამოიყენონ.

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველად, ფინალში გააღწია, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა (2:4). მუნდიალზე ხორვატიის ეროვნულ გუნდს აქტიურად ქომაგობდა ქვეყნის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები