Thumbnail
  • გადავხედოთ გრძელი პასების ისტორიას მუნდიალებზე
  • სონის გოლი გერმანიასთან, დე ბური და კლოზე...

ბევრს ალბათ ფრანკ დე ბური გაახსენდა, რომელმაც 1998-ის მუნდიალზე 55 მეტრიანი პასი დენის ბერგკამპის მიმართულებით გაუშვა, შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვიცით.

მაგრამ ამ მუნდიალზე, რომელი იყო ყველაზე გრძელი საგოლე გადაცემა? პასუხი, ჯგუფური ეტაპის მატჩზე, გერმანელების ჯგუფში დრამატულად ჩარჩენის ამბავშვი გვაბრუნებს, როდესაც მეტოქის საჯარიმოსთან მანუელ ნოიერმა ბურთი დაკარგა, შემდეგ კი ჯუ სე-იონგმა 70 მეტრიანი გასროლით - ტოტენჰემის სონს გაატანინა.

📺 სონის გოლი გერმანიის წინააღმდეგ

მაგრამ ნოიერის ისტორია აქ არ მთავრდება, პირიქით 2010 წლის რეკორდი სწორედ ბაიერნის 'კიპერს' ეკუთვნის, სადაც ნოიერის 85 მეტრიანი პასი მიროსლავ კლოზემ, ინგლისთან მერვედფინალში გოლად აქცია.

ნოიერზე გრძელ საგოლე პასს, მუნდიალების ისტორია ვერ იხსენებს... განსაკუთრებით იმ გარემოებაში, როდესაც ადრე, ბურთი უფრო მძიმე იყო და მოედანი გაცილებით არასწორი, შესაბამისად დაცემის ტრაექტორია ძნელად გამოსაცნობი.

📺 კლოზეს გოლი ინგლისთან

კომენტარები

ბოლო ამბები