Thumbnail
  • საქართველო 9:10 გერმანია
  • 20 ივლისი: საქართველო v იტალია

ბარსელონაში მიმდინარე ევროპის 33-ე ჩემპიონატზე წყალბურთში, საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა. უნგრეთთან 5:12 დამარცხების შემდეგ, რევაზ ჩომახიძის გუნდი გერმანიას დაუპირისპირდა და 9:10 წააგო.

საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი კარგად ჩაატარა და 3:1 სძლია მეტოქეს. რევაზ ჩომახიძის გუნდი ყველა კომპონენტში სჯობდა მეტოქეს და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ქართველი წყალბურთელები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებდნენ. 

მეორე, მესამე და მეოთხე პერიოდები დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. თითოეულ ამ მეოთხედში გერმანელებმა ერთი გოლით მეტი გაიტანეს და საბოლოო ჯამში, 10:9 დაამარცხეს მეტოქე. საქართველოს ნაკრებს ბოლო წამებზე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ გერმანელთა მეკარემ რთული ბურთი მოიგერია.

საქართველოს ნაკრების პლეი ოფში გასვლის შანსი მიზერულია

საქართველოს ნაკრების რიგებში ორ-ორი გოლი ზურაბ რურუამ და მიხეილ ბაღათურიამ გაიტანეს, თითო გოლი კი ბექა ქავთარაძის, დამირ ცრეპულიას, მარკო ელაჩას, კონსტანტინე გეგელაშვილის და გიორგი მაგრაქველიძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობს, სადაც უნგრეთის და გერმანიის შემდეგ, იტალიასთან მოუწევს დაპირისპირება. უნგრეთის მსგავსად, იტალიაც აღიარებული გრანდია და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. საქართველო-იტალიის შეხვედრა 20 ივლისს გაიმართება. სულ ჩემპიონატში 16 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. ჯგუფების გამარჯვებულები მეოთხედფინალში გადიან, მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფში, ხოლო ბოლოადგილოსანი მე-13 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

კომენტარები

ბოლო ამბები