Thumbnail

ანჩელოტიმ დი მარიას დაურეკა - რაზე ისაუბრეს მწვრთნელმა და ფეხბურთელმა

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • სატრანსფერო ბაზარზე ნაპოლი საკმაოდ აქტიურია
  • იტალიის სერია A-ში წელს სერიოზული კონკურენცია იქნება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ პსჟ-ს არგენტინელ ნახევარმცველს - ანხელ დი მარიას პირადად დაურეკა. სატელეფონო საუბარში მათ ნახევარმცველის იტალიურ კლუბში შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

ანხელ დი მარია ნაპოლის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანია. ამ ტრანსფერით პირადად კარლო ანჩელოტია დაინტერესებული. თუმცა, როგორც ამბობენ, ნაპოლისთვის მთავარ პრობლემად, შესაძლოა, არგენტინელის ხელფასი იქცეს. როგორც ცნობილია, პარი-სენ ჟერმენში დი მარიას ხელფასი სეზონში 10 მილიონ ევროს შეადგენს. ნაპოლის კი, მისთვის ამდენის გადახდა არ შეუძლია. ცხადია, რომ ნაპოლიში გადასვლის შემთხვევაში, ფეხბურთელს გარკვეულ ფინანსურ დათმობებზე მოუწევს წასვლა.

ანჩელოტიმ დი მარიასთან 2013-14 წლებში, მადრიდის რეალში იმუშავა. შესაბამისად, მწვრთნელის ინტერესი აბსოლუტურად გასაგებია. ამასთან, კრიშტიანუ რონალდოს იუვენტუსში ტრანსფერმა იტალიაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ახლა, კლუბები ცდილობენ, შესაძლებლობის ფარგლებში, სეზონის დაწყებამდე მაქსიმალურად გაძლიერდნენ ახალი ფეხბურთელებით.  

კომენტარები

ბოლო ამბები