Thumbnail

გოლდენ სტეიტის მწვრთნელი NBA-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NBA-ს ჩემპიონმა მწვრთნელს ახალი კონტრაქტი გაუფორმა
  • სტივ კერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი გახდა

გოლდენ სტეიტმა გუნდის მთავარ მწვრთნელ სტივ კერს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. NBA-ს ჩემპიონებმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს, მაგრამ ახალი ხელშეკრულების დეტალები არ დააკონკრეტეს. შეგახსენებთ, რომ კერის ხელმძღვანელობით, უორიორსმა ბოლო 4 სეზონში NBA 3-ჯერ მოიგო.

“გვიხარია, რომ სტივის სახით ბრწყინვალე მწვრთნელი გვყავს. მან თავისი შესაძლებლობები არაერთხელ დაამტკიცა და ჩვენი გუნდის წარმატებებში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს,” - განაცხადა გოლდენ სტეიტის გენერალურმა მენეჯერმა ბობ მაიერსმა. ახალი ხელშეკრულების ვადის შესახებ, კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ "სტივ კერი უორიორსს მომდევნო წლებშიც უხელმძღვანელებს".

ზაზა ფაჩულია და სტივ კერი

ამერიკული პრესის ინფორმაციით, 52 წლის კერი, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ NBA-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი გახდა. 2014 წელს მან ნიუ იორკ ნიქსის შეთავაზებაზე უარი თქვა და გოლდენ სტეიტთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებდა. სტივ კერის გოლდენ სტეიტმა 4 სეზონში 265 მატჩი მოიგო და მხოლოდ 63 მარცხი იწვნია, რაც NBA-ს ისტორიაში, 4 წლის პერიოდში საუკეთესო შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები