Thumbnail
  • პირველი მატჩი: ტორპედო 2:1 შერიფი
  • განმეორებითი მატჩი: 18 ივლისი, 21:00 საათი

დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგება, რომელშიც ქუთაისის ტორპედო ტირასპოლის შერიფს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში კახა ჩხეტიანის გუნდმა მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

ტორპედო უკვე 4 დღეა, რაც ტირასპოლშია და ამ უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის ემზადება. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა წინაშე ქუთაისური გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი და კაპიტანი როინ კვასხვაძე წარსდგნენ... 

კახა ჩხეტიანი (ტორპედოს მწვრთნელი):
“გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელს გაცნობიერებული აქვს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება. ტირასპოლში 4 დღით ადრე ჩამოვედით, რათა აკლიმატიზაცია გაგვევლო და მატჩისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. სახლში 2:1 მოვიგეთ და მინიმალური უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაცვაში ჩავჯდებით და მხოლოდ ამ სხვაობის შენარჩუნებისთვის ვითამაშებთ. ტაქტიკაზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ: დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზად ვართ და ვეცდებით, რომ ქართველ გულშემატკივარს სიხარული მივანიჭოთ”

კახა ჩხეტიანი

როინ კვასხვაძე (ტორპედოს კაპიტანი):
“რამდენიმე დღეა ტირასპოლში ვართ და ვემზადები მნიშვნელოვანი თამაშისთვის. 2:1 არ არის ის ანგარიში, რომელიც დამშვიდების საშუალებას გვაძლევს. ამიტომ, მოახლოებულ მატჩს სრული სერიოზულობით ვეკიდებით. შერიფი ძალიან კარგი გუნდია და ვიცით, რომ იოლი შეხვედრა არ გველის, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის მოვემზადეთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავალთ. საამისოდ, თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმს გავაკეთებთ”.

როინ კვასხვაძე

 

კომენტარები

ბოლო ამბები