Thumbnail

Sport Mediaset: მილანის ახალი ხელმძღვანელობა ანტონიო კონტეს უმიზნებს

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონის ჩელსი რამდენიმე დღის წინ დატოვა
  • შეთანხმების შემთხვევაში, მილანი კონტეს მეხუთე იტალიური გუნდი იქნება

იტალიური მილანის ახალი ამერიკელი მფლობელები გუნდის მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესში საკმაოდ გააქტიურდნენ. უკვე დასახელდა პირველი რეალური კანდიდატურა - იტალიის ნაკრებისა და ლონდონის ჩელსის ყოფილი მწვრთნელი - ანტონიო კონტე, რომელიც ლონდონური კლუბიდან სულ რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.

როგორც ჩანს, კონტეს დიდხანს უმუშევრად ყოფნა არ მოუწევს, რადგან მილანის ახალი მფლობელი - Elliott Management “როსონერის” ამჟამინდელი თავკაცის - ჯენარო გატუზოს შემცვლელად, სწორედ, მას მოიაზრებს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კომპანია კლუბის პრეზიდენტად პაოლო სკარონის დანიშვნას აპირებს, რომელიც მანამდე იტალიური ენერგეტიკული კომპანიის - “Eni” - გენერალური დირექტორი იყო.

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მილანი კონტეს სამწვრთნელო კარიერაში მე-5 იტალიური კლუბი იქნება. მას ნამუშევარი აქვს არეცოში, ბარიში, ატალანტაში, სიენასა და იუვანტუსში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები