Thumbnail

რონალდოს შემდეგ ზიდანიც! ზედიზედ მეორე ბომბი ტურინის იუვენტუსისგან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის რეალის ყოფილი თავკაცი შესაძლოა ტურინის იუვენტუსში დასაქმდეს
  • 46 წლის ფრანგს იტალიურ კლუბში მრჩევლის თანამდებობაზე ოქტომბრიდან ელოდებიან
  • ამბობენ, რომ ზიდანის გადაწყვეტილებაზე გავლენა რონალდოს ტრანსფერმა იქონია

მადრიდის რეალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, კრიშტიანო რონალდოს მიბაძოს და ტურინის იუვენტუსში გადაბარგდეს.

პორტალ Libertaddigital.com-ის ინფორმაციით, ფრანგ სპეციალისტს კლუბი სპორტულ საკითხებში მრჩევლის თანამდებობას სთავაზობს.

პორტალი იუვენტუსის მფლობელებთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ 46 წლის ზიდანი ტურინულ კლუბს უკვე დათანხმდა და ოქტომბერში შეუერთდება. ზიდანი "ბებერ ქალბატონში" სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის დაეხმარება.

ზიდანმა იუვენტუსის მაისურით ჩატარებულ 151 მატჩში 24 გოლი გაიტანა

ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალს მაისის ბოლოს დაემშვიდობა. მწვრთნელმა 2016-2018 წლებში გუნდს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა, ესპანეთის ჩემპიონი კი ერთხელ გახადა.

ზიდანი, როგორც ფეხბურთელი, ტურინის იუვენტუსის ღირსებას 1996-2001 წლების პერიოდში იცავდა. გუნდთან ერთად "ზიზუმ" სერია A ორჯერ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები