Thumbnail

გარეთ ბეილმა გადაწყვიტა | რეალში უელსელს ფასი რონალდოს წასვლის შემდეგ დაედო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უელსის ნაკრების თავდამსხმელს რეალზე გული ხულიენ ლოპეტეგიმ მოუბრუნა
  • კრიშტიანოს წასვლის შემდეგ, გუნდში 29 წლის ფეხბურთელის როლი გაიზრდება 

უელსის ნაკრების ლიდერმა გარეთ ბეილმა მადრიდის რეალში დარჩენა გადაწყვიტა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უელსელი თავდამსხმელი "სამეფო კლუბის" დატოვებას აპირებდა, მაგრამ როგორც The Telegraph იუწყება, გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან ხულიელ ლოპეტეგისთან 16 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ, წასვლა გადაიფიქრა.

ესპანელმა სპეციალისტმა, რომელიც მადრიდის რეალში ეროვნული ნაკრებიდან ამ ზაფხულს გადავიდა, დაარწმუნა ბეილი, რომ კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ, გუნდში მისი როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ლოპეტეგიმ გარეთს პირდაპირ უთხრა, რომ ახალ სეზონში მისი დიდი იმედი აქვს.

გასულ სეზონში ზინედინ ზიდანი 29 წლის უელსელ თავდამსხმელს არცთუ დიდ სათამაშო დროს უთმობდა, რის გამოც ბეილი კლუბის შეცვლას აპირებდა. მისი გადაბირებით დაინტერესებული იყო მანჩესტერ იუნაიტედი. 

გარეთ ბეილი რეალის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. უელსელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები