Thumbnail
  • ჰოლგრიმსონი ნაკრებში 2014 წლიდან მუშაობდა
  • პროფესიით დანტისტი მწვრთნელი თავის კლინიკას დაუბრუნდება

ისლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ჰეიმირ ჰოლგრიმსონი პოსტიდან წავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ისლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

“7- წლიანი მუშაობის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ გუნდი დავტოვო. მოხარული ვარ და მადლობელი ბიჭების, რომ ჩვენ შევძელით და ნამდვილი გუნდური სულისკვეთება ვაჩვენეთ. მე იმ გუნდის ნაწილი ვიყავი, რომელმაც მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანი გზა გაკვალა და ბევრი ისეთი რამ გააკეთა, რითიც ისლანდია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში დარჩა და ჩვენს მიმართ დიდი პატივისცემა გააჩინა. წინ ბევრი საინტერესო პროექტია. გისურვებთ წარმატებებს და ეს ასეც იქნება, რადგან სწორი გზით მივდივართ” - ამბობს ჰოლგრიმსონი გამოსათხოვარ განცხადებაში.

პროფესიით დანტისტი ჰოლგრიმსონი ისლანდიის ნაკრებს სათავეში 2014 წელს ჩაუდგა. თუმცა, 2011 წლიდან სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. მისი ხელმძღვანელობით, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიის ნაკრები მეოთხედფინალამდე მივიდა. ამ მუნდიალზე კი, ისლანდიელებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლეს.

ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს მოღვაწეობას ნაკრების ყოფილი თავკაცი. მას საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა აქვს, სადაც ნაკრებიდან თავისუფალ დროს მუშაობდა. ახლა, როცა მთავარი სამუშაო აღარ აქვს, ჰოლგრიმსონი, ალბათ, პირველ პროფესიას დაუბრუნდება.  

კომენტარები

ბოლო ამბები