Thumbnail

მარადონა გიგანტურ ყველგანმავალზე | დიეგო ბელარუსში გადასახლებას აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრესტის დინამოს ახალი პრეზიდენტი კლუბის სტადიონს ესტუმრა და მატჩს დაესწრო
  • ლეგენდა ბელარუსი ფანატების წინაშე გიგანტური ავტომობილით წარსდგა

დიეგო მარადონა ბელარუსში, ქალაქ ბრესტში ჩავიდა, რომლის საფეხბურთო კლუბის, დინამოს პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გახდა. 57 წლის ლეგენდარულმა არგენტინელმა ბრესტში ჯერ პრესკონფერენცია გამართა, შემდეგ კი დინამოს სტადიონს ესტუმრა და გუნდის თამაშს დაესწრო.

ბრესტში მარადონას ჟურნალისტები, ქალაქის ხელისუფლებისა და კლუბის წარმომადგენლები დახვდნენ, სტადიონზე მის სანახავად კი უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა. აღსანიშნავია, რომ დიეგო ბრესტის სტადიონზე გიგანტური ყველგანმავლით მივიდა.

Марадона приехал на брестский стадион на броневике

Марадона приехал на брестский стадион на броневике

Posted by Naviny.by - Белорусские новости on ორშაბათი, 16 ივლისი, 2018

"პირველ რიგში, მადლობას ვუძღვნი დედაჩემს, რომელიც ზეცაშია. ის მაძლევს მიმართულებას ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. მადლობა დინამოს იმისთვის, რომ კლუბმა ასეთი შემოთავაზება გამიკეთა. როდეს ალ-ფუჯაირა მეორე დივიზიონიდან პირველში ვერ გადმოვიდა, სკ დინამოში პრეზიდენტის თანამდებობა შემომთავაზეს. დავინახე, რომ ეს სერიოზული პროექტია და მასში ეჭვი ერთი წამითაც არ შემპარვია. თუკი კარიერას ბრესტში დავასრულებ, ალბათ, დავრჩები კიდეც აქ საცხოვრებლად", - თქვა მარადონამ პრესკონფერენციაზე.

მარადონა ბრესტის დინამოს პრეზიდენტად ოფიციალურად 15 მაისს დაინიშნა. მანამდე არგენტინელი არაბეთის გაერთიანებული საემიროების გუნდ ალ-ფუჯაირას წვრთნიდა.

ბრესტის დინამომ ახალი პრეზიდენტის თვალწინ ჩატარებული ბელარუსის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩი სოლიგორსკის შახტართან 1:3 დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები