Thumbnail

რევაზ ჩომახიძე: ტურნირის მსვლელობისას, კიდევ მოვუმატებთ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 5:12 უნგრეთი
  • 18 ივლისი: საქართველო v გერმანია

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 33-ე ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა გამართა და უნგრეთის ნაკრებთან 5:12 დამარცხდა. უნგრეთი არა მარტო ამ კონკრეტული შეხვედრის, მთლიანად ტურნირის ფავორიტია და ეს შედეგი მოსალოდნელი იყო. 

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობს და მომდევნო შეხვედრას 18 ივლისს გერმანიის ნაკრებთან გამართავს, ბოლოს კი იტალიას დაუპირისპირდება. უნგრეთთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ და მოთამაშე მარკო ელაჩამ კომენტარები გააკეთეს…

რევაზ ჩომახიძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
“უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და მიუხედავად ამისა, ბევრი რამ გამოგვივიდა, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში, როდესაც მეტოქეს გაქცევის საშუალება არ მივეცით. ეს მხოლოდ პირველი მატჩია და დიდი იმედი მაქვს, რომ ტურნირის მსვლელობისას, მოვუმატებთ და კიდევ უკეთესად ავთამაშდებით”.

მარკო ელაჩა (საქართველოს ნაკრები):
“მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან არ არის ადვილი გააჩერო ისეთი დიდი გუნდი, როგორიც უნგრეთია. სამი მეოთხედი ტოლსწორად ვეთამაშეთ მრისხანე მეტოქეს, დასკვნით მეოთხედში კი უნგრეთმა აშკარად გვაჯობა. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენი პროგრესიც სახეზეა. უნგრეთთან მატჩი კარგი გამოცდილება იყო გერმანიასთან მოახლოებული უმნიშვნელოვანესი პაექრობის წინ”

საქართველო 5:12 უნგრეთი

კომენტარები

ბოლო ამბები