Thumbnail

ბორჯღალოსნებმა მწვრთნელები გაუშვეს | შემცვლელებს უკვე ეძებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხაზისა და შერკინების სპეციალისტები გაათავისუფლეს
  • რაგბის კავშირი შემცვლელთა ვინაობას მალე დაასახელებს

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბში ავსტრალიელი სპეციალისტები, რიჩარდ გრემი (ხაზი) და ბრედ ჰარისი (შერკინება) აღარ იმუშავებენ. ავსტრალიელთა გათავისუფლების მიზეზად კომუნიკაციის ნაკლებობა დასახელდა, რისი შედეგიც ბოლო ექვს თვეში გამოჩნდა. ნაკრებმა ივნისის ტესტ-მატჩების დროს ცუდად ითამაშა.

მედიას აღნიშნული გადაწყვეტილება რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა გააცნეს.

გოჩა სვანიძე: ბრედ ჰარისმა და რიჩარდ გრემმა სამწვრთნელო შტაბი დატოვეს. ივნისის ტესტ-მატჩების დროს ნაჩვენები თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი დავრჩით, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მსოფლიოს თასამდე ერთი წლით ადრე, მაგრამ ამით კიდევ უფრო მძიმე და რთული შედეგები თავიდან ავიცილეთ.

მილტონ ჰეიგი: ''ივნისის ტესტ-მატჩებზე წარუმატებელ გამოსვლას მარტო ავსტრალიელებს არ ვაბრალებთ. პასუხისმგებელი მეც ვარ. მე და ყველას ის მოთამაშე, რომელმაც ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო. როგორც მოგებაა ყველას დამსახურება, ასევე წაგებაზე ყველა ვინაწილებთ პასუხისმგებლობას.

ჯერჯერობით ახალი კანდიდატები არ შეგვირჩევია. ვარიანტებს ვეძებთ და ვეცდებით, რომ კარგი მწვრთნელები შევარჩიოთ. გავითვალისწინებთ მათ მიმართულებებს, მაგრამ ჩვენს კურსს არ შევცვლით - ძირითადი მიმართულება უნდა შევინარჩუნოთ.''

კომენტარები

ბოლო ამბები