Thumbnail
  • გურამ კაშიამ სან ხოსეს მაისური მოირგო
  • ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, ისევ ერთად

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინათ ჰოლანდიური ვიტესიდან MLS-ის სან ხოსეში გადავიდა, კალიფორნიაშია და იგი ახალმა კლუბმა უკვე წარადგინა. კეთილი იყოს შენი ფეხი სახლში, გურამ! - დაიწერა სან ხოსეს ოფიციალურ ტვიტერზე. 

ახალ კლუბში გურამ კაშია ისევ ძველ მეგობართან ერთად, ვაკო ყაზაიშვილთან ითამაშებს. ისინი არნემის ვიტესში ერთად 2011-2017 წლებში ერთად ირიცხებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ვიტესის კაპიტანი და ლეგენდა გახდა, მან კლუბის რამდენიმე რეკორდი დაამყარა, თუმცა კარიერის ამერიკაში გაგრძელება არჩია. 

კომენტარები

ბოლო ამბები