Thumbnail
  • მუნდიალის დაჯილდოების ცერემონიალზე რუსეთის პრეზიდენტი არაჯენტლმენურად მოიქცა
  • პუტინი მშრალი დარჩა, საფრანგეთის, ხორვატიისა და ფიფას პრეზიდენტები კი დასველდნენ

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც თავსხმა წვიმის ფონზე წარიმართა, დასავლურმა მედიამ ყურადღება ერთ დეტალზე გაამახვილა - ერთი ხანობა დამხმარეებს ქოლგა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თავს ზემოთ ეჭირათ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კი არავის ახსოვდა და წვიმისგან ილუმპებოდნენ.

მოსკოვში, სტადიონ "ლუჟნიკიზე" გამართულ მუნდიალის ფინალურ შეხვედრაში საფრაგენთის ნაკრებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

გამოცემა Daily Star-მა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის ქოლგა სასწრაფოდ გამოჩნდა, სხვა ქვეყნების ლიდერებს კი ყურადღება არ მიაქციეს.

საფრანგეთისა და ხორვატიის პრეზიდენტები თავსხმა წვიმაში 

The Sun წერს, რომ პუტინი ბედნიერი იყო, არც აწვიმდა და არც სველდებოდა, სხვებისგან განსხვავებით. მაკრონს წვიმა გამარჯვებამ დაავიწყა. მარცხის მიუხედავად, უხასიათოდ არც ხორვატიის პირველი პირი ჩანდა, რომელიც თასსაც ეამბორა.

Mirror-მა დაწერა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ჯენტლმენური პრინციპი "ჯერ ქალები" არ მოქმედებდა და ქოლგას პირველ რიგში ქალბატონი (ხორვატიის პრეზიდენტი) კი არ შეაფარეს, არამედ - პუტინი.
 
ეპიზოდი უყურადღებოდ არც Bild-მა დატოვა: "პუტინმა ხორვატიის პრეზიდენტი წვიმაში დასველებისთვის გაიმეტა". 
 
ფაქტს გამოხმაურება და ქილიკი მოყვა სოციალურ ქსელშიც:

"ქოლგა მხოლოდ პუტინს აქვს. მართლა გამარჯვებული"

"დედა-რუსეთში ქოლგას მხოლოდ პუტინი იღებს"

პუტინი: "მხოლოდ ერთი ქოლგა მოიტანეთ, ამათ არ მოგვაგებინეს და ღირსები არიან, დასველდნენ".

 

კომენტარები

ბოლო ამბები