Thumbnail

‘პუტინ, ჰეი-ჰეი-ჰეი’ | ფრანგმა ფეხბურთელებმა ვლადიმირ პუტინს უმღერეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • როგორ აღნიშნეს ფრანგმა ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონობა გასახდელში
  • ფეხბურთელებს საფრანგეთის, ხორვატიისა და რუსეთის პრეზიდენტები ესტუმრნენ

საფრანგეთის ნაკრების ფეხურთელებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ხორვატებთან გამარჯვების შემდეგ (4:2), წარმატება გასახდელში იზეიმეს. 

მსოფლიოს ჩემპიონებს გასახდელშივე ესტუმრნენ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფინტინო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და მუნდიალის მასპინძელი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ფრანგი ფეხბურთელები მაგიდაზე ავიდნენ და ცეკვა-სიმღერა დაიწყეს, მათი ერთ-ერთი შეძახილი კი პუტინს ეძღვნებოდა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო Goal-ის ტვიტერზე გამოქვეყნდა.

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ხორვატიის ნაკრები დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები