Thumbnail
  • ანტე რებიჩმა მუნდიალზე გაიბრწყინა და გრანდები დააინტერესა
  • აინტრახტის ფეხბურთელს მანჩესტერ იუნაიტედი უმიზნებს

მართალია, ანტე რებიჩი მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ მისთვის და ხორვატიის ნაკრებისთვის მუნდიალის ფინალში გასვლაც გრანდიოზული მიღწევაა. რებიჩი ფრანკფურტის აინტრახტის ფეხბურთელია, რომელსაც საშუალო დონის გერმანულ კლუბში ალბათ არ გააჩერებენ. ინგლისური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი აინტრახტს 50 მილიონ ევროს სთავაზობს!

ანტე რებიჩი ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი გმირია

გერმანული “შპორტ ბილდი” ერთი კვირის წინაც წერდა, რომ რებიჩის გადაბირება რამდენიმე ინგლისურ კლუბს სურს (ლივერპული, არსენალი), ახლა კი, ინგლისელები წერენ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი აინტრახტს კონკრეტული წინადადებით მიმართავს. თუმცა, გერმანულ სპორტულ პრესაში იმასაც ვკითხულობთ, რომ რებიჩის გადაბირება მიუნხენის ბაიერნსაც სურსმ სადაც ნიკო კოვაჩის სახით, სწორედ აინტრახტის ყოფილი დამრიგებელი დაინიშნა. ამ უკანასკნელს 24 წლის რებიჩის მიუნხენში გადაყვანა სურს.

ანტე რებიჩს აინტრახტთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული და მუნდიალზე ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ, ცხადია, რომ ფრანკფურტელები თავიანთ ვარსკვლავს 50 მილიონზე იაფად არ დათმობენ, ის კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაიერნმა რებიჩში ამდენი გადაიხადოს.

ცნობილია, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ხორვატიის ნაკრების კიდევ ერთ ვარსკვლავ ივან პერიშიჩზეც ფიქრობს.

კომენტარები

ბოლო ამბები