Thumbnail
  • ირლანდიელი მებრძოლის ფოტომ რუსები დააბნია და ქართველები გააბრაზა...
  • ნურმაგომედოვიც ფინალზე იყო და კონორს უპასუხა...

UFC-ის ირლანდიელი ვარსკვლავი - კონორ მაკგრეგორი მოსკოვში რუსეთის მუნდიალის ფინალურ მატჩს დაესწრო, სადაც მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს - ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

კონორ მაკგრეგორი
„დღეს, ფინალზე როგორც რუსეთის პრეზიდენტის სტუმარი ისე ჩამოვედი. ეს კაცი ჩვენი დროის ყველაზე დიდი ლიდერია და ჩემთვის პატივია, ასეთ ღონისძიებაზე მასთან ერთად ყოფნა. მადლობა და გილოცავთ ასეთი საოცარი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას. წინ რუსეთი!“ ვიდეო

ირლანდიელმა ეს ტექსტი, საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე, ვლადიმირ პუტინთან გადაღებულ ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა. აღსანიშნავია ის, რომ ბოლო ფრაზა მან მასპინძლების ენაზე დაწერა ‘Россия вперёд!’

ირლანდიელის პოსტმა, უკმაყოფილება საქართველოშიც გამოიწვია და ახალი სოციალური კამპანიის მიზეზი გახდა, სადაც ასობით მომხმარებელმა სურათს HaHa ემოჯი დაუწერა, HaHa-ს რიცხვი უკვე 1,500-ზეა ასული.

იხილეთ პოსტი 👇

მატჩს ესწრებოდა მაკგრეგორის მთავარი კონკურენტი და მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, წარმოშობით დაღესტნელი რუსი მებრძოლი - ხაბიბ ნურმაგომედოვი.

„ბავშვობის ოცნება ავიხდინე...“ განაცხადა ნურმაგომედოვმა. „მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დავესწარი.“ მაკგრეოგორის პუტინთან ფოტომ, ნურმაგომედოვის რუსი გულშემატკივრები დააბნია.

თავად მებრძოლმა კი ამ ფაქტს, ვლადიმირ პუტინის სასაცილო ორეულთან გადაღებული ფოტოთი უპასუხა და აღნიშნა, რომ მან ამაში „მხოლოდ 500 რუბლი გადაიხადა“, რითიც ხაზი გაუსვა იმას, რომ ირლანდიელის რუსეთის პრეზიდენტთან ფოტო და ზოგადად მაკგრეოგრის იგივე ტრიბუნაზე მოხვედრა, ფინანსირებული PR-სვლა იყო.

 ნურმაგომედოვის და მაკგრეგორის ბრძოლას, მთელი UFC სამყარო მოელის, თუმცა კონორს უკვე 2 წელია არ უჩხუბია და საეჭვოა ოქტაგონზე პირდაპირ ხაბიბთან ბრძოლით დაბრუნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები