Thumbnail

ადილ რამი სანაკრებო კარიერას ასრულებს და ცოლად პამელა ანდერსონი მოჰყავს

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • ფრანგი მცველი ოჯახურ უღელს მეორედ დაიდგამს
  • რამის ნაკრებში 35 მატჩი აქვს ჩატარებული
ადილ რამი

გუშინ, საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატიის ეროვნული გუნდი დაამარცხა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი გახდა. ამ ამბავს ზეიმობს ყველა - ფრანგი და საფრანგეთის არაფრანგი გულშემატკივარი, ფეხბურთელების ოჯახის წევრები და მეგობრები და რა თქმა უნდა, დაუსრულებელი ზეიმი აქვთ გამართული თავად ფეხბურთელებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუნდიალზე თავისი გუნდის შემადგენლობაში წუთიც არ უთამაშია, ერთ-ერთი ყველაზე გახარებული საფრანგეთის ნაკრებისა და მარსელის ოლიმპიკის მცველი - ადილ რამია. ისტორიაში მისი სახელიც აუცილებლად შევა.

თუმცა, რამის მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არ უხარია. მას სხვა კარგი ახალი ამბავიც აქვს. რამდენიმე დღის წინ, ფრანგმა მცველმა თავის შეყვარებულს ხელი სთხოვა და პასუხად “დიახ” მიიღო. მისი რჩეული კი, არც მეტი - არც ნაკლები, ცნობილი მსახიობი პამელა ანდერსონია. კინოვარსკვლავის მარცხენა ხელზე კამერებმა უკვე დააფიქსირეს ნიშნობის ბეჭედი.

პამელა ანდერსონი სტადიონზე

შეყვარებულებმა ერთმანეთი ერთი წლის წინ, კანის კინოფესტივალზე გაიცნეს. 51 წლის პამელას გამო, ადილ რამიმ ოჯახი დაანგრია. პირველი ქორწინებიდან მას ორი შვილი ჰყავს.

ამასთან, გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ, 32 წლის მცველმა განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს. ამაზე უკეთეს დასასრულს კი, ვერც კი ინატრებდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები