Thumbnail

დინამოს მეტოქეს მწვრთნელი შეუცვალეს | როსის ბოლო მატჩი თბილისში ექნება

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • დუნაისკა სტრედას მწვრთნელი კარიერას უნგრეთის ნაკრებში გააგრძელებს
  • სლოვაკებთან საპასუხო მატჩი დინამო თბილისს 19 ივლისს ექნება
  • მარკო როსი გუნდს თბილისური მატჩის შემდეგ დაემშვიდობება

ევროთასებზე თბილისის დინამოს მეტოქის, სლოვაკური დუნაისკა სტრედას მთავარი მწვრთნელი, იტალიელი მარკო როსი უნგრეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. თუმცა, ის გუნდიდან ჯერ არ წასულა და 19 ივლისს, “დინამო არენაზე” ქართული ფეხბურთის ფლაგმანის წინააღმდეგ განმეორებით მატჩში, გუნდს კვლავ როსი გამოუძღვება და ეს იქნება მისი ბოლო მატჩი სლოვაკური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ამ ცვლილების შესახებ განცხადება დუნაისკა სტრედას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაკეთდა, სადაც ნათქვამია, რომ დინამოსთან მატჩის შემდეგ, გუნდს ოფიციალურად ჩაიბარებს 42 წლის გერმანელი სპეციალისტი - პეტერ ჰიბალა. ეს ცვლილება დაგეგმილი იყო და ანონსდებოდა, რომ გერმანელი იტალიელს ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ შეცვლიდა. სლოვაკებმა პრესკონფერენციაც გამართეს, თუმცა, გერმანელი იქ არ გამოჩენილა.

პეტერ ჰიბალა - დუნაისკა სტრედას ახალი მთავარი მწვრთნელი

დინამო თბილისისა და დუნაისკა სტრედას შორის, ევროპალიგის საპასუხო მატჩი 19 ივნისს, “დინამო არენაზე” გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სლოვაკეთში ფრედ - 1:1 დასრულდა.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები