Thumbnail

კრიშტიანო რონალდოს დღე იუვენტუსში - ყველაფერი, რაც ტურინში მოხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კრიშტიანო რონალდო იუვენტუსის ფეხბურთელია
  • ტრანსფერის დღის ქრონიკა

33 წლის კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერს მადრიდის რეალიდან ტურინის იუვენტუსში 112 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბეჭედი დაესვა. მივყვეთ და გავეცნოთ, როგორ განვითარდა მოვლენები ტურინში. 

22:45

კრიშტიანო იუვეს მაისურით

 

21:10

ესეც იუვეს ახალი შვიდიანი!

პრესკონფერენცია დასრულებულია, რონალდო იუვეს ფეხბურთელია!

 

21:00

კრიშტიანო: ოქროს ბურთზე ფიქრში ღამეებს არ გავათენებ

"ძალიან ბევრი მესიჯი მივიღე ახალი თანაგუნდელებისგან. ყველა მოწადინებულია, რომ ძალიან ბევრს მივაღწიოთ ამ სეზონში. ალეგრის უკვე შევხვდი და ვარჯიშს 30 ივლისს დავიწყებ. ჩემი სურვილია, რომ ჩემპიონატის პირველივე ტურში ვითამაშო. 
"ოქროს ბურთის" მოგება არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. უბრალოდ, ყოველთვის მხოლოდ მოგება და საუკეთესოობა მაკმაყოფილებს. შესაძლოა, მისი მოგების შანსი ახლაც მაქვს, მაგრამ ამაზე ფიქრში ღამეებს არ გავტეხ. იუვენტუსმა დიდი შანსი მომცა, კარიერაში წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა".

 

20:52

კრიშტიანო: კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცო ჩემი კლასი

"ჩემი ისტორია რეალში მართლაც ფანტასტიკური იყო და მე მადრიდელი ფანების მადლიერი ვარ, მაგრამ ახლა მინდა მთელი ძალისხმევა ახალ გამოწვევას მოვახმარო. ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ. ძალიან მოტივირებული ვარ. ახლა აქ მსურს დავამტკიცო, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ვარ.
მინდა, რომ ჩემი კვალი დავტოვო იუვენტუსის ისტორიაში და ამ შანსისთვის მადლობელი ვარ. ეს ძალიან ძნელი იქნება. იტალიის ჩემპიონატი ძალიან "განსწავლული" პირველობაა ტაქტიკურად. იოლად მიღწეულით ტკბობა არ მახასიათებს, მზად ვარ, კიდევ უფრო მძიმე შრომისთვის. 
ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველას სურს, მაგრამ ეს საოცრად რთულია. იუვენტუსი ახლოს იყო, მაგრამ ფინალში არავინ იცის, რა მოხდება. ჩვენ ყველა ტროფეისთვის ვიბრძოლებთ. ის ოვაციები, რაც "ალიანცზე" მივიღე, ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ძალიან თბილად მხვდებიან და მეც მადლობელი ვარ".

20:41

კრიშტიანო: ჩემ ასაკში ცოტა სხვაგან მიდიან ხოლმე

"იუვენტუსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ყველაფერზე კარგა ხანს ვიფიქრე, ყველაფერი ავწონ-დავწონე, თუმცა თავად გადაწყვეტილება იოლად მივიღე. მე ახლა იტალიის საუკეთესო გუნდში ვარ და ჩემი კარიერის ახალი ეტაპი იწყება.
იუვეს დიდებული მწვრთნელი და პრეზიდენტი ჰყავს, ხელმძღვანელობა მოგებებზეა დაგეშილი. ამიტომაც გადაწყვეტილება იოლი მისაღები იყო. ჩემთვის დიდი გამოწვევაა კარიერაში, რადგან ჩემ ასაკში, ფეხბურთელები უფრო სხვა დონის ლიგებში მიდიან სათამაშოდ. ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსმა მომცა საშუალება, ასეთ დიდებულ გუნდში მეთამაშა".

 

20:30

პრესკონფერენციის LIVE

19:59

კრიშტიანოს 10 გოლი იუვეს კარში

ნახეთ რონალდოს ათი გოლი ტურინის იუვენტუსის კარში. ვიდეო

19:22

კრიშტიანო ალეგრისა და მომავალ თანაგუნდელებს გაეცნო

კრიშტიანო იუვენტუსის ბაზაზეა, სადაც ის მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისა და მომავალ თანაგუნდელებს შეხვდა.

19:17

რონალდოს წარდგენამდე საათზე მეტი რჩება

 

19:12

დე ლაურენტისმა დაადასტურა: რონალდო ჯერ ნაპოლის შესთავაზეს

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიასთან დაადასტურა, რომ კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი ჯერ ნაპოლის შესთავაზეს, მაგრამ მან ვერ გარისკა, რადგან 350 მილიონ ევროს (დაახლოებით 100 მილიონი ტრანსფერში, დანარჩენი ხელფასში) შესაძლოა, კლუბის გაკოტრება მოყოლოდა.

19:01

რონალდო საწვრთნელ ბაზაზე

კრიშტიანო უკვე იუვეს საწვრთნელ ბაზაზეა, სადაც კლუბის ფანებს მიესალმა

18:01

Calciomercato.com: სამედიცინო შემოწმება დასრულებულია

Calciomercato.com-ის ინფორმაციით, რონალდომ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და ახლა უნდა ველოდოთ, რომ ის ხელმეორედ გავა ფანებთან, რომელთა დიდი ნაწილიც ისევ არ დაშლილა 

სერია A-ს ოფიციალური გვერდის მტკიცებით, რონალდოს ტრანსფერი 13 ივლისს განხორციელდა. ახლა, საქართველოს დროით 20:30-ზე კრიშტიანოს პრესკონფერენციაა დაგეგმილი. მერე კი რონალდოს შეუძლია თავისი არდადეგები გააგრძელოს.

 

17:49

როცა რონალდო ბოლოს იყო ტურინში

ბოლოს რონალდომ ტურინში აი, ასეთი ლამაზი გოლი გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს

17:45

ემოციური ვიდეო ფანებთან შეხვედრაზე

სანამ სამედიცინო შემოწმებას გაივლიდა, რონალდოს ფანებთან შეხვედრა არი, ასეთი ემოციური იყო.

17:33

იუვეს საზაფხულო ბანაკში

იუვენტუსის საზაფხულო ბანაკში 

17:24

იუვეს ფანები "რონალდოობაში" ვარჯიშობენ

ამასობაში ტურინის იუვენტუსის გულშემატკივრები უკვე "რონალდოობაში" ვარჯიშობენ... როგორც იცით, კრიშტიანო გოლებს სწორედ ასე აღნიშნავს.

17:00

FIAT-ის მხოლოდ 5 მუშა გაიფიცა

"ფუტბოლ იტალიას" ცნობით, ფიატის 1 700 თანამშრომელიდან მხოლოდ 5 გაფიცულა. ანუ თანამშრომლების 0.3%. თუ რას აპროტესტებდნენ ავტოკონცერნის მუშები, იხილეთ ამ სტატიაში - 'რონალდოში მილიონებს ყრით, ჩვენთან კი წუწუნებთ' | FIAT-ში გაფიცვით იმუქრებიან

16:30

რონალდომ წაუღიღინა

კრიშტიანომ წაუღიღინა - "იუვე, იუვე". ეს ხომ არ არის იმის ნიშანი, რომ იუვენტუსი დუბლს "დადებს"?

16:15

მარკო დელ ვეკიო: კი, მაგრამ არავინ მუშაობს?

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც უფრო რომაში თამაშით არის ცნობილი: კი, მაგრამ ამდენი ხალხი რომ მივიდა, არავინ მუშაობს?

16:10

სამედიცინო დასრულდა?

ზოგიერთი წყაროს ცნობით, კრიშტიანო რონალდოს სამედიცინო შემოწმება წარმატებით დასრულდა.

16:00

ასე გაანეიტრალა იუვემ მთავარი საფრთხე

კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგაზე 7-ჯერ შეხვდა იუვენტუსს და 7-ჯერვე გაუტანა! 

14:50

სამედიცინო შემოწმება სრულდება

კრიშტიანოს სამედიცინო შემოწმება დასასრულს უახლოვდება.

14:00

ემრე ჯანი კრიშტიანოს ესალმება

ტურინის იუვენტუსის კიდევ ერთი ახალწვეული ემრე ჯანი კრიშტიანოს ტვიტერით ესალმება:
"კეთილი იყოს შენი ფეხი კრიშტიანო! მოხარული ვარ, რომ იუვენტუსის ოჯაში მოხვედი".

13:40

სამედიცინო შემოწმება

კრიშტიანო იუვენტუსის სამედიცინო ცენტრში სრულ სამედიცინო შემოწმებას გადის.

 

12:30

შეხვედრა ფანებთან

სამედიცინო შემოწმების წინ კრიშტიანო იუვენტუსის ფანებს შეხვდა. იუვენტუსის სამედიცინო კომპლექსთან იუვეს ასობით ფანი და ლამის ამდენივე მედიის წარმომადგენელი იყო შეკრებილი. კრიშტიანო შენობიდან გამოვიდა და მათ შეხვდა. პორტუგალიელმა ავტოგრაფები დაარიგა და ფანებთან ერთად ფოტოები გადაიღო, შემდეგ კი სამედიცინო ცენტრში შევიდა.

 

15 ივლისი

კრიშტიანო რონალდო ტურინში ჩავიდა

კრიშტიანომ დაასრულა არდადეგები ოჯახთან ერთად და გელფრენდ ჯორჯიანა როდრიგესთან ერთად იტალიაში ჩაფრინდა. ის ნაშუადღევს უკვე ტურინის აეროპორტში გამოჩნდა. წაიკითხეთ პორტუგალიელის ღია წერილი რეალის ფანებს. მეტი

 

კომენტარები

ბოლო ამბები