Thumbnail

რა გვასწავლა მუნდიალმა? რამდენიმე ამბავი რუსეთიდან...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ვიდეო-მსაჯი, ლუკა და Pussy Riot-ი...
  • რამდენიმე ამბავი მუნდიალიდან...

გუშინ, რუსეთის მუნდიალის ფინალურ მატჩში, დიდიე დეშამის საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია 4:2 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ მოიპოვა. გადავხედოთ გასულ თვეს და რამდენიმე ამბავს მსოფლიოს ჩემპიონატიდან.

ვიდეო-მსაჯი ფეხბურთს არ აფუჭებს!

მაგრამ კითხვის ნიშნები მაინც ჩნდება, მაგალითად ბელგიასთან ნეიმარის გუქმებული პენალტი და ხშირად, ორი იდენტური ეპიზოდისას მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილებები... ასევე, მატჩებში პაუზა და ლოჯისტიკური პრობლემები. მაგრამ ეს ყველაფერი დახვეწადია, ჯერ ხომ მხოლოდ პირველი დიდი ტურნირი ვნახეთ, სადაც მთავარ მსაჯს, ვიდეო-მსაჯი ეხმარება.

მოდრიჩი არ იღლება

120 წუთი, 120 წუთი, 120 წუთი... ხორვატების თრილერები ჩემპიონატის ერთ-ერთ მემედ იქცა. ამ ყველაფრის შემოქმედი კი მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე - ლუკა მოდრიჩი გახლდათ, რომელმაც 6 მატჩში, ფინალამდე 63 კილომეტრი ირბინა - ყველაზე მეტი ტურინრზე.

ინგლისელებსაც ეგონათ, რომ ხორვატები დაიღლებოდნენ „ვკითხულობდი და მეცინებოდა...“ თქვა შემდეგ მოდრიჩმა. „მეტი პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ ჩვენს გამძლეობას.“

მწვრთნელი(ც) მნიშვნელოვანია

ხულიენ ლოპეტეგმა ესპანეთის ნაკრები ისე დატოვა, რომ მატჩი არ წაუგია (14 მოგება, 6 ფრე). „ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში“ თქვა მადრიდის რეალის მოქმედმა მწვრთნელმა, რომელიც ფედერაციამ ნაკრებიდან, ზუსტად ტურინირის დაწყებამდე გააგდო.

გუნდი, ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა - ფერნანრდო იერომ ჩაიბარა, რომლის ხელშიც კოკემ მილიონობით უკან პასს, რუსეთთან აცილებული პენალტი დაუმატა და ყველამ საერთო სურათი დავინახეთ, სადაც გამოჩნდა რომ მთელი ტურნირი გუნდს მწვრთნელი აკლდა.

ინგლისელებსაც შეძლებიათ...

პენალტების მოგება! ჰო, ნახევარფინალში გასვლაც, ერთ მუშტად შეკვრაც და ნაკრებისთვის ბოლომდე თამაშიც. გარეტ საუთგეიტის მთავარი ამოცანა სწორედ ეს, ნაკრებში ატმოსფეროს გამოსწორება იყო, რაც მოახერხა და ის ამისათვის სამშობლოში ძალიან უყვართ.

ატმოსფეროს გამოსწორებასთან ერთად, გუნდი ნახევარფინალამდე მივიდა - ბევრი ამას იოლ ბადეს უკავშირებს თუმცა ფაქტია, რომ ვარსკვლავური შემადგენლობის ინგლისი, დღევანდელი, ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდისგან განხვავებით, მუნდიალზე პანამას დონის გუნდებთანაც კი საშინლად, უხასიათოდ თამაშობდა.

მუნდიალი იმიჯს ‘ასწორებს’

იქამდე, სანამ მოედანზე Pussy Riot-ი შემოიჭრება... თუმცა, ფინალში პანკების გამოჩენამდე, მო სალაჰის კადიროვთან ვიზიტები და ვლადიმირ პუტინის საუბრები გავიხსენოთ - სტერეოტიპების და მათი დამსხვრევის შესახებ.

"ფეხბურთის ვირუსი, ალბათ ყველა რუსს მოედო..." ამბობდა ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო. "ჩვენ ყველას, რუსეთი შეგვიყვარდა! გავიცანით ქვეყანა, რომლის შესახებაც თურმე არაფერი არ ვიცოდით, სტერეოტიპები ახსენეთ და მართალი ბრძანდებით!" დაეთანხმა ინფანტინო პუტინს...

არც ეს კაცი ჩამორჩა მოვლენებს და მუნდიალის დასრულებას გამოეხმაურა!

არ არსებობს უკეთესი გუნდი, ვიდრე იაპონია!

სპორტული კუთხით - ოთხივე მატჩი, სადაც იაპონიამ ითამაშა სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ბელგიასთან, დრამატულად წაგებული მერვედფინალის შემდეგ, სადაც ბოლო წუთზე კუთხურის სწრაფად გათამაშებით, ერთგვარი ჰარაკირი ჩაიტარეს, გასახდელში ჩავიდნენ და ოთახი დაალაგეს.

კარზე „მადლობა“ გააკრეს და ტოკიოში გაფრინდნენ. იგივეს აკეთებდნენ გულშემატკივრები მთელი ტურინირი, როდესაც მატჩის შემდეგ ტრიბუნებს ალაგებდნენ.

მოგება მთავარი არ არის...

გახსოვთ ნიჟნი ნოვგოროდში პანამას და ინგლისის დაპირისპირება? სადაც ჰარი კეინმა ალბათ მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ცუდი ჰეთ-თრიკი გაიტანა...

ამ მატჩში პანამელმა ფელიპე ბალოიმ,  ქვეყნის ისტორიაში მუნდიალზე პირველი გოლი გაიტანა - პანამელი კომენტატორის ხმაში კი ვგრძნობთ იმ სიხარულს რაც ერმა იმ მომენტში განიცადა. პანამამ მატჩი 6:1 წააგო...

 

კომენტარები

ბოლო ამბები