Thumbnail

ინგლისელებმა მწვრთნელი დააფასეს - საუთგეიტის სახელობის მეტროსადგური ლონდონში

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • ლონდონელებმა ნაკრების მწვრთნელი 48 საათით დააფასეს
  • მეტროს თანამშრომლებმა სადგურის ლოგო საგანგებოდ გადააკეთეს

მუნდიალი დასრულდა. ფეხბურთელები და მწვრთნელები თავის ქვეყნებში ბრუნდებიან. ზოგს არ აქვს ზეიმის საბაბი; ზოგი კი, პირიქით, ჩემპიონატზე მიღწეულ ამა თუ იმ წარმატებას ზეიმობს და მათ გულშემატკივრებიც შესაბამისად ხვდებიან. ასე მოხდა ინგლისის ნაკრების შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ საუთგეიტის ახალგაზრდულმა გუნდმა ჯერ ნახევარფინალი წააგო და მერე, მესამე ადგილისთვის მატჩიც დათმო ბელგიელებთან, ინგლისის ნაკრების გამოსვლით ხალხი მაინც კმაყოფილია. მათმა ახალგაზრდა მწვრთნელმა შეძლო და პრაგმატული მიდგომებითა და კარგი თამაშით, გულშემატკივრებს შორის ბოლო ათწლეულებში ფესვგადგმული უიმედობა გაფანტა.  

ლონდონის “საუთგეიტ ტუბის” სახელობის მეტროსადგური 48 საათით ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის - გარეთ საუთგეიტის სახელობის გახდა. მეტროსადგურის რებრენდინგი ორშაბათს, დილიდან მოხდა.

მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა, ლონდონის ტრანსპორტის სამსახურში გადაწყვეტილება მყისიერად მიიღეს და გადაწყდა, რომ ნაკრების თავკაცისთვის ასეთი ფორმით ეცათ პატივი. 1990 წლის მუნდიალის შემდეგ, როცა ინგლისელებმა ნახევარფინალი წააგეს, წლევანდელი მიღწევა ინგლისის ნაკრების საუკეთესო შედეგია.

“მოხარულები ვართ, რომ შევძელით გარეთისა და მისი გუნდისთვის მადლიერება ასე გამოგვეხატა. ეს აქცია მის საპატივცემულოდაა” - ამბობენ ლონდონის ტრანსპორტის სამსახურში. გარეთ საუთგეიტის სახელი ლონდონის მეტროსადგურის აბრაზე დღეს ღამემდე დარჩება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები