Thumbnail
  • 9-თვიანი პაუზის შემდეგ, სერბი ათეულს დაუბრუნდა
  • სერენა უილიამსმა რეიტინგში საგრძნობი ნახტომი გააკეთა

დღეს, ქალთა და მამაკაცთა ერთეულების განახლებული მსოფლიო რეიტინგები გამოქვეყნდა, სადაც უიმბლდონის დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვალსაჩინო ცვლილება მოხდა.

ქალთა ერთეულებში, უიმბლდონის 2018 წლის ჩემპიონი, გერმანელი ანჟელიკ კერბერი მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდა. ტურნირის ფინალისტი, ამერიკელი სერენა უილიამსი კი, მისთვის უჩვეულო - 181-ე საფეხურიდან მე-17-ზე ჩამოვიდა. უიმბლდონზე მარცხის მიუხედავად, ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს სიმონა ჰალეპი და ის კვლავ მსოფლიოს პირველი ჩოგანია. განახლებული რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

ანჟელიკ კერბერი და სერენა უილიამსი

1 - სიმონა ჰალეპი (რუმინეთი)

2 - ანჟელიკ კერბერი (გერმანია)

3 - კაროლინ ვოზნიაცკი (დანია)

4 - პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი)

5 - ელინა სვიტოლინა (უკრაინა)

6 - სლოან სტივენსი (აშშ)

7 - დარია კასატკინა (რუსეთი)

8 - კაროლინა პლისკოვა (ჩეხეთი)

9 - გარბინ მუგურუსა (ესპანეთი)

10 - ელის მერტენსი (ბელგია)

მამაკაცთა რეიტინგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად, საუკეთესო ათეულში დაბრუნდა ნოვაკ ჯოკოვიჩი. უიმბლდონის მოგების შემდეგ, სერბმა ჩოგბურთელმა 21-დან მე-10 პოზიციაზე გადმოინაცვლა. მისმა მეტოქემ, კევინ ანდერსონმა კი, მე-8-დან მე-5 პოზიციაზე აინაცვლა. კვლავ უცვლელია მამაკაცთა ლიდერი სამეული. განახლებული რეიტინგის საუკეთესო ათეული კი, ასე გამოიყურება:

1 - რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

2 - როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

3 - ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)

4 - ხუან-მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)

5 - კევინ ანდერსონი (სამხ.აფრიკა)

6 - გრიგორი დიმიტროვი (ბულგარეთი)

7 - მარინ ჩილიჩი (ხორვატია)

8 - ჯონ ისნერი (აშშ)

9 - დომინიკ ტიმი (ავსტრია)

10 - ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები